2. ყველა საწარმოო შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ვენტილაციით საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ყველა საწარმოში გათბობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.
4. ნაყინის დამამზადებელ საწარმოებში ძირითადი საწარმოო სათავსების (დამამზადებელის, სააპარატოს, შემავსებლების დამამზადებელი განყოფილების, საფრიზერო-დამფასოებელი განყოფილებისა და ვაფლის დამამზადებელი განყოფილების), აგრეთვე საშხაპეების კედლები და სვეტები მოპირკეთებულ უნდა იქნეს მოჭიქურებული ფილებით არანაკლებ 2,5 მ-ის სიმაღლეზე, ხოლო სამრეცხაოებში, ტუალეტებში, ლაბორატორიებში – 1,8მ-ის სიმაღლეზე. დანარჩენი სათავსების კედლები უნდა იყოს მობათქაშებული, შეთეთრებული ან შეღებილი ნათელი ფერის წყალგამძლე საღებავებით.
5. იატაკი ძირითად საწარმოო საამქროებში უნდა იყოს დაგებული კერამიკული ფილებისაგან, სამაცივრო და სასაწყობო სათავსებში – მოზაიკური ფილებისაგან, ხოლო გარდერობსა და ადმინისტრაციულ-სამეურნეო სათავსებში – ლინოლეუმი. სასაწყობე სათავსები დაცულ უნდა იქნეს მღრღნელებისაგან.
6. მოწყობილობებისა და იატაკის რეცხვისას საწარმოო სათავსებში წყლის ჩასადენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტრაპების მოწყობა. იატაკის დაქანება ტრაპისკენ უნდა იყოს არანაკლებ 0,5%.
7. დაუშვებელია ძირითადი საწარმოო საამქროების განთავსება სარდაფებსა და ნახევარსარდაფებში.