2. მთელი ინვენტარი, აპარატურა და ტარა, რომელიც შეხებაში იმყოფება ნაყინთან ან საწყის ნედლეულთან, დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ან მოკალული მეტალისაგან.

3. მოწყობილობის, ტარის ან ინვენტარის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მასალა: უჟანგავი ფოლადი და ალუმინი, მოკალული სპილენძი და რკინა, ამასთან, კალაში ტყვიის შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 1%-ს. ნაყინის დამზადებისას დაუშვებელია მომინანქრებული აბაზანების გამოყენება.

4. აკრძალულია მოუთუთიებელი რკინისა და მოუკალავი სპილენძის ჭურჭლის გამოყენება. სიროფების ხარშვა სპილენძის მოუკალავ, მაგრამ გაპრიალებამდე გაწმენდილ ქვაბში დასაშვებია, მხოლოდ იმ პირობით, რომ ხარშვის დამთავრების შემდეგ ქვაბს სასწრაფოდ მოაცილებენ სიროფის ნარჩენებს.

5. წარმოებაში გამოყენებული ხის მოწყობილობა და ინვენტარი დამზადებულ უნდა იქნეს მაგარი ჯიშის ხისაგან.

6. ცალობითი ნაყინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხის თაბახები უნდა ამოიფინოს ისეთი მასალით, რომელიც ადვილად ირეცხება.

7. სამრეცხაო სათავსები ჭურჭლისა და ტარის სარეცხად აღჭურვილ უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყლით, მეტალის ორგანყოფილებიანი აბაზანებითა და საკანალიზაციო ქსელით. გარდა ამისა, საწარმოებში მათარებისა და გილზების გასარეცხად უნდა დამონტაჟდეს ნაკადური მაორთქლებელი.

8. დასაშლელი მოწყობილობებისა და წვრილი ინვენტარის სტერილიზაციისთვის სარეცხ განყოფილებებში ან სააპარატოს სათავსებში დაყენებულ უნდა იქნეს სტერილიზატორებ