2. ნარევის მიკრობული და მექანიკური დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ნედლეულის მომზადება (ტარისა და საფუთავისაგან გათავისუფლება) უნდა ხდებოდეს ცალკე სათავსში.

3. თხევადი ნახევარფაბრიკატის გადაადგილება (განსაკუთრებით ნარევის პასტერიზაციის შემდეგ) უნდა სრულდებოდეს დახურული მილების სისტემით. ნახევარფაბრიკატების გადაადგილება უნდა განხორციელდეს ალუმინის კასრებით. დასაშვებია ასევე უჟანგავი ფოლადის მოკალული დახურული კასრების გამოყენება.

4. ნაყინის მასასა და შაქრის სიროფში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით პროდუქცია უნდა გაიფილტროს სპეციალურ ფილტრში ან სტერილურ დოლბანდში, რომლებიც უნდა იცვლებოდეს გაჭუჭყიანებისთანავე.

5. ნარევის პასტერიზაცია უნდა წარმოებდეს ტემპერატურული რეჟიმისა და ვადების მკაცრი დაცვით, სახელდობრ: 700
C-ის პირობებში ნარევი გაჩერებულ უნდა იქნეს 30წთ, 750
C – 20წთ, 800
C – 10წთ, 850
C – 5წთ. ნარევის პასტერიზაციის კონტროლი წარმოებს საკონტროლო-საზომი აპარატურის საშუალებით (მანომეტრული ტიპის თერმოგრაფებით ან ლითონის ბუდიანი თერმომეტრებით). შევსებული თერმოგრამები ტემპერატურული მრუდის გამოსახულებით უნდა ინახებოდეს ნაყინის საამქროში ან ლაბორატორიაში.

6. გამაციებლების მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ნარევის გაცივება იმ ტემპერატურამდე, რომელიც არ აღემატება +60
C-ს.

7. ნარევის შენახვა ნებადართულია არა უმეტეს +60
C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

8. ნაყინის ტემპერატურა ფრიზირების შემდეგ უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 30
C-სა, ხოლო გამოწრთობისა და შენახვის შემდეგ არა უმეტეს მინუს 120
C-ისა; ხილ-კენკროვანი და არომატული ნაყინისათვის – არა უმეტეს მინუს 140
C-ისა გამოუწრთობ ასაწონ ნაყინს ფრიზირების შემდეგ უნდა ჰქონდეს არა უმეტეს მინუს 50
C ტემპერატურა.

9. აკრძალულია სავაჭრო ქსელიდან მექანიკური დაბინძურების მქონე და გამდნარი (თხევადი ნარევის სახის) ნაყინის გადასამუშავებლად მიღება.

თავი IX სანიტარიული მოთხოვნები რბილი ნაყინის წარმოებისად