ა) ნედლეულის გადასამუშავებელი და შესანახი სათავსები სამაცივრო დანადგარებით;

ბ) რძის ხსნარის აღმდგენი და გარნირების მოსამზადებელი სათავსები სამაცივრო დანადგარებით;

გ) სამრეცხაო ინვენტარისა და ჭურჭლისთვის.

2. მშრალ ნარევებს ინახავენ კარადა-მაცივრებში. მშრალი ნარევი ღია ჭურჭელში ინახება არა უმეტეს 20 დღისა, რძის ხსნარების კონცენტრატები (რხკ) მჭიდროდ თავმოკრულ პოლიეთილენის პარკებში – არა უმეტეს 30 დღისა.

3. რბილი ნაყინის მოსამზადებლად იყენებენ აღსადგენ ნარევებს, რომლებიც მომზადებულია მშრალ რძეზე და რძის ხსნარების კონცენტრატებზე (რხკ). ხსნარის აღსადგენად იყენებენ ახალმოდუღებულ სასმელ წყალს. კომპონენტებს იღებენ ნორმატიული და (ან) ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მკაცრად განსაზღვრული თანაფარდობით.

4. მშრალი ნარევის ან რძის ხსნარების კონცენტრატების (რხკ) აღდგენა უნდა მოხდეს რბილი ნაყინის რეალიზაციის მიხედვით. აღდგენილ ნარევს ინახავენ (საჭიროების შემთხვავაში) კარადა-მაცივარში +60
C-მდე ტემპერატურის პირობებში დამზადებიდან არა უმეტეს 18 საათის განმავლობაში.

5. ინფექციური დაავადებების, მოწამვლების თავიდან ასაცილებლად, რბილი ნაყინის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ მისი მომზადების ადგილებში, ხოლო გამომუშავება წარმოებს უშუალოდ გაშვების წინ.

6. რბილ ნაყინს უშვებენ ფუჟერებში, საკრემეებში, ვაზებში ან ჭიქებში (ვაფლის, ქაღალდის, პოლისტიროლის ან ამ მიზნისათვის ნებადართულ სხვა კომბინირებული მასალის ტარაში).

7. ნაყინი უნდა მზადდებოდეს სუფთა ფრიზერში. ამისათვის, ნაყინის მომზადების დაწყებამდე, ასევე მისი დამთავრებისთანავე ფრიზერის ყველა ნაწილი, რომელიც შეხებაშია პროდუქციასთან (ჩასატვირთი მოცულობა და თავსახური, საყინულე ცილინდრები, შემრევები რეზინის ლილვებით, ხონჩა მარცხენა გვერდით კედელზე, ფრიზერის წინა ნაწილის ქვესადგამი ნაყინის გამოსაშვები მოწყობილობა, ჩასაშვები კლაპანები უნდა დაიშალოს, საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს და გაირეცხოს.

თავი X. სანიტარიული მოთხოვნები სათავსების, მოწყობილობებისა და ინვენტარის მოვლისა და შენახვისად