2. მთელი საწარმოო აღჭურვილობა და ინვენტარი გაუმართაობისას დაუყოვნებლივ უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს გამართულით. ჭურჭლის, მოწყობილობის, ტარის, ინვენტარის მოკალვა უნდა ახლდებოდეს გაცვეთისა და სანიტარიული ზედამხედველობის მოთხოვნისამებრ.
3. ფილტრაციისათვის გამოყენებული ფილტრი ან დოლბანდი უნდა ირეცხებოდეს ცხელი წყლით: დოლბანდი, გარდა ამისა, უნდა ექვემდებარებოდეს გამოხარშვას.
4. საწარმოო და დამხმარე სათავსების დაალაგებას უნდა ახორციელებდეს სპეციალური პერსონალი, რომელიც არ უნდა იქნეს დაკავებული საწარმოო სამუშაოებში.
5. მთელი დასალაგებელი ინვენტარი შეღებილი უნდა იყოს საწარმოო ინვენტარისგან განსხვავებული ფერის საღებავით და ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (კარადაში).
6. ნედლეულისა და მზა პროდუქციის დასაცავად მღრღნელებისაგან, გაფუჭებისა და დაბინძურებისგან უნდა იქნეს გატარებული შესაბამისი ზომები. მღრღნელების გამოჩენის შემთხვევაში გასანადგურებლად დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები.
7. მღრღნელებისა და მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად ქიმიური საშუალებების გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღონისძიებები გატარებულ იქნება სპეციალისტ-დერატიზატორ-დეზინფექტორის მიერ ან მათი კონტროლით. ნაყინის დამამზადებელ საწარმოებში ამ მიზნით ბაქტერიოლოგიური მეთოდების გამოყენება აკრძალულია.