2. ნაყინის დამამზადებელი საწარმოს მუშაკები ვალდებული არიან შეასრულონ პირადი ჰიგიენის შემდეგი წესები:
ა) მუშაობის დაწყების წინ თანამშრომლებმა უნდა მიიღონ შხაპი (იმ თანამშრომლების გარდა, რომლებიც მუშაობენ დაბალი ტემპერატურის პირობებში);
ბ) ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი;
გ) საგულდაგულოდ დაიბანონ ხელები თბილი წყლითა და საპნით, შემდეგ კი დაიმუშაონ ქლორიანი კირის 0,2%-იანი ჩამქრალი ხსნარით;
დ) უნდა დაიცვან საკუთარი ხელების, ფეხსაცმელების, ტანსაცმლის სისუფთავე; ფრჩხილები ხელის თითებზე წაიჭრან მოკლედ;
ე) ტუალეტით სარგებლობისას, ასევე შენობიდან ეზოში ან ქუჩაში გასვლისას, სასადილოში შესვლისას უნდა გაიხადონ სანიტარიული ტანსაცმელი, საამქროში დაბრუნების შემდეგ ხელები დაიბანონ საპნით, შემდეგ დაიმუშაონ ქლორიანი კირის 0,2%-იანი ხსნარით, გაიწმინდონ ფეხსაცმელის ლანჩა ქლორიანი კირის 1%-იანი ხსნარით გაჟღენთილ პატარა ხალიჩაზე;
ვ) არ უნდა ჩაიდონ ხალათის ან ტანსაცმლის ჯიბეში ისეთი ნივთები (სუფთა ცხვირსახოცის გარდა), რომლებსაც არა აქვთ კავშირი სამუშაოსთან;
ზ) მუშაობის დროს არ უნდა ატარონ ქინძისთავები, ბეჭდები, საყურეები, საათები და სხვა საგნები;
თ) საწარმოო საამქროში არ უნდა მიიღონ საკვები და არ მოსწიონ თამბაქო. საკვების მიღება და თამბაქოს მოწევა შეიძლება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებშ