2. რეზერვუარებისა და რძის ცისტერნების რეცხვა ხდება შემდეგნაირად: დაცლის შემდეგ გარედან და შიგნიდან ივლება ცივი წყლით, შემდეგ ირეცხება ცხელი ტუტოვანი წყლით გრძელი სახელურიანი ფუნჯის დახმარებით. დასაშვებია ეს პროცესი განახორციელოს უშუალოდ ცისტერნის შიგნით მყოფმა სპეციალურ სანიტარიულ ტანსაცმელში (ჩექმები, კომბინიზონი) ჩაცმულმა მუშამ. გარეცხვის შემდეგ ცისტერნები უნდა გამოივლოს ცხელი წყლით, დაიორთქლოს და დამუშავდეს ქლორიანი კირის ხსნარით, რის შემდეგაც ისევ უნდა გაივლოს წყლით. რეზერვუარის რეცხვა შეიძლება განხორციელდეს ასევე მექანიკური წესით, სარეცხი დანადგარების საშუალებით.

3. პასტერიზატორს წინასწარი გარეცხვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ქლორიანი წყლით.

4. ღია გამაცივებლის მთელი ზედაპირი ირეცხება ჯერ ცივი წყლით, შემდეგ სოდის ცხელი ხსნარით, დაბოლოს, წარმოებს მისი გავლება ცხელი წყლის ნაკადში.

5. მუშაობის დაწყებისა და აგრეთვე ნარევით ავსების წინ მოწყობილობა ხელმეორედ უნდა გაივლოს ცხელ წყალში.

6. სავაჭრო ქსელიდან მიღებული ჰილზები და მათარები ექვემდებარებიან წინასწარ პროფილაქტიკურ შეკეთებას, დეფორმაციის გასწორებას და სხვა, რის შემდეგაც უნდა გაირეცხოს, ჩაუტარდეთ დეზინფექცია და გაივლოს ცხელ წყალში ან დაიორთქლოს.

7. თაბახები ნაყინის ჩაწყობის წინ უნდა გაირეცხოს სოდიანი ცხელი წყლით და შემდგომ გაივლოს სუფთა ცივ წყალში.

8. წარმოებაში გამოყენებული დანები უნდა დამუშავდეს ორთქლით ან ცხელი წყლი