1. დაზგების მცირე ნაწილები, დაშლილი მილები, წვრილი ინვენტარი წყალში და ტუტის ცხელ ხსნარში რეცხვის შემდეგ ექვემდებარება ორთქლით დამუშავებას ან გამოხარშვას 10 წუთის განმავლობაში. მილსადენი, რომელიც ნაწილებად არ შეიძლება დაიშალოს, შიგნიდან უნდა შეიორთქლოს მწვავე ორთქლით 2 წუთის განმავლობაში. დაორთქვლის შეუძლებლობის შემთხვევაში მთლიანი მილები უნდა დამუშავდეს ჯერ ქლორიანი კირის ხსნარით 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ 60-650ჩ ტემპერატურის ცხელი წყლით. მთლიანი მილსადენების (მეტალის და შუშის) გარეცხვისა და დამუშავებისთვის საჭიროა დაცულ იქნეს შემდეგი წესები:

ა) რეცხვა ცივი წყლით 3-5წთ-ის განმავლობაში;

ბ) რეცხვა კალცინირებული სოდის 0,5-1%-იანი ხსნარით ან კაუსტიკური სოდის 0,15%-იანი ხსნარით 15-20 წუთის განმავლობაში (ხსნარის ტემპერატურა 50-550
C);

გ) რეცხვა ცხელი წყლით (ტემპერატურა 60-650
C);

დ) სტერილიზაცია:

დ.ა) მეტალის მილსადენებისა – ორთქლით 5-7 წუთის განმავლობაში;

დ.ბ.) შუშის მილსადენების – ჰიპოქლორიდის ქლორიანი ხსნარით (კონცენტრაცია 200მგ/ლ) 10 წთ-ის განმავლობაში;

ე) გავლება ცივი წყლით.