1. საწარმოში მომუშავე ყველა პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის დაცვაზე, სამუშაო ადგილის მდგომარეობაზე, უბანზე ტექნოლოგიური და სანიტარიული მოთხოვნების შესრულებაზე.
2. ყველა მომუშავეს უნდა ჰქონდეს პირადი სანიტარიული წიგნაკი, სადაც რეგულარულად უნდა შეიტანონ ყველა სამედიცინო გამოკვლევის შედეგები.
3. ხორცის პროდუქტების საწარმოო საამქროებში არ დაიშვებიან პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან გადამდები დაავადებებით.
4. საწარმოო საამქროებში მომუშავენი ვალდებულნი არიან კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ტემპერატურის მომატების, ჩირქოვანი გამონაყარისა და სხვა დაავადებების გამოვლენისას შეატყობინონ საწარმოოს ადმინისტრაციას და მიაკითხონ სამედიცინო პუნქტს ან სხვა სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობისათვის.
5. საწარმოოს საამქროებში მომუშავე პირებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა მიიღონ შხაპი, ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი ისე, რომ იგი მთლიანად ფარავდეს პირად ტანსაცმელს. თმები უნდა შეიკრან და თავზე დაიხურონ თავსაფარი ან ჩაჩი.
6. ეპიდემიოლოგიური ან ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ან სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის მითითებით საამქროებში მომუშავე პირებმა ხელების დაბანის წინ უნდა ჩაატარონ დეზინფექცია ქლორამინის 0.2%-იანი ხსნარით ან ქლორიანი კირის 0.1%-იანი გაუფერულებული ხსნარით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით, რომელიც ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. საწარმოოს პერსონალმა ხელების სანიტარიული დამუშავება უნდა ჩაიტაროს ასევე ყოველი შესვენების შემდეგ.
7. სანიტარიული ტანსაცმლის გამოცვლა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად და დაბინძურების მიხედვით.
8. მზა პროდუქციასა და ნედლეულში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად აკრძალულია:
ა) საკვებ საამქროებში მინისა და ლითონის მცირე ზომის საგნების (ლითონის ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის გარდა) შეტანა და შენახვა;
ბ) სანიტარიული ტანსაცმლის ქინძისთავით, ნემსებით შეკვრა, ხალათების ჯიბეებში პირადი მოხმარების საგნების (სარკე, სავარცხელი, ბეჭდები, სამკერდე ნიშნები, სიგარეტები, ასანთი და ა.შ.) შენახვა.
9. ყველა საკვებ საამქროში აღრიცხულ უნდა იქნეს მსხვრევადი საგნები.
10. საწარმოო საამქროებში აკრძალულია სანიტარიული ტანსაცმლის გარეშე შესვლა.
11. სამრეწველო საწარმოო და სასაწყობო სათავსებში მომუშავე მლესავები, ელექტრომონტიორები და სხვა მუშაკები ვალდებულნი არიან დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, საამქროში სამუშაოები უნდა აწარმოონ სპეცტანსაცმლით, ხელსაწყოები უნდა გადაიტანონ სპეციალურსახელურებიანი დახურული ყუთებით და მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ პროდუქციაში უცხო საგნების მოხვედრა.
12. შენობიდან საწარმოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულებით გამოსვლის შემთხვევაში (ტუალეტი, სასადილო, სამედიცინო პუნქტი და სხვა) აუცილებელია სანიტარიულ ტანსაცმელზე ზემოდან რაიმეს მოცმა.
13. ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ხელები უნდა დაიბანონ ორჯერ: საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხალათის ჩაცმამდე და სამუშაო ადგილზე უშუალოდ სამუშაოს დაწყების წინ. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს ფეხსაცმელების დეზინფექცია სადეზინფექციო ხალიჩაზე.
14. მომუშავეებმა საკვები პროდუქტი უნდა მიიღონ მხოლოდ სასადილოში, ბუფეტში ან საკვებისათვის გამოყოფილ ოთახებში საწარმოოს ტერიტორიაზე ან მის მახლობლად.
15. დაუშვებელია საკვები პროდუქტების შენახვა გასახდელების ინდივიდუალურ კარადებშ