1.  მზა პროდუქციასთან უშუალო შეხებაში მყოფ მომუშავე პერსონალს ჩამონარეცხების მეთოდით უტარდებათ სანიტარიული ტანსაცმლის კონტროლი. ამ მიზნით, სტერილური, დასველებული ტამპონით (იხ. ზევით) წმინდენ ხალათის წინა ნახევრებსა და სახელოებს. შემდეგ ტამპონს კვლავ ათავსებენ ნატრიუმის ქლორიდის ოზოტონურხსნარიან სინჯარაში, კარგად ანჯღრევენ და თესავენ 10 სმ3
რაოდენობის კესლერის ნიადაგში (ლივლივებით), ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24სთ-ის განმავლობაში.

2.  სანიტარიული ტანსაცმელი ითვლება სუფთად, თუ ჩამონარეცხში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები არ აღმოჩნდა.

3.  საწარმოო დანადგარებისა და მომსახურე პერსონალის ხელების გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ საწარმოს მიერ სისტემატურად ისეთი პროდუქციის გამოშვებისას, რომელიც არ აკმაყოფილებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიკრობიოლოგიურ მოთხოვნებს. ამასთან, კონტროლის ჯერადობა შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ და უფრო მეტად. ჩამონაბანების კონტროლს აწარმოებენ ყველა ჯგუფის მიკროორგანიზმებზე; საწარმოს წყალსა და ჰაერზე ტარდება გაძლიერებული კონტროლი. ადგენენ საკონტროლი მიკროორგანიზმების სპექტრსა და კონტროლის ხანგრძლივობას, ატარებენ ეპიდმნიშვნელოვანი პროდუქტის მთელი ტექნილოგიური ჯაჭვის კონტროლს. აგრეთვე აწარმოებენ სანიტარიული ნორმებისა და წესების შესაბამისობაზე, რეცეპტურაში გამოყენებული ყველა კომპონენტის (კაზეინატი, სოის ცილის ოზოლანტების, სანელებლები და ა.შ.) კონტროლ