1. გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ:
ა) თუ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია სისტემატურად არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ მოთხოვნებს ერთი ან რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში აწარმოებენ მზა პროდუქციის გაფართოებულ კონტროლს, ანალიზებს ატარებენ დიდი სიხშირით; იღებენ გაორმაგებული რაოდენობის სინჯებს; აწარმოებენ დამატებით კონტროლს ნედლეულში, კომპონენტებსა და დანადგარების ჩამონარეცხებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, Proteus-ის გვარისა და S. aureus - ის მიკროორგანიზმების არსებობაზე; ვაკუუმის ქვეშ შეფუთული პროდუქციის კონტროლის აუცილებლობის შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდიების არსებობას.
ბ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა სახის აპკებში ვაკუუმის ქვეშ შეფუთულ ხორცის პროდუქციაში (4±20
C ტემპერატურაზე შესაძლებელია ფსიქროფილური მიკროაეროფილური რძემჟავა ბაქტერიების მნიშვნელოვანი გამრავლება, რაც იწვევს პროდუქციის დამჟავებას.
2. რეგიონში არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისას საზღვრავენ ჩასატარებელი კონტროლის სტრატეგიასა და ტაქტიკას – დაავადების კლინიკური სურათიდან გამომდინარე, საზღვრავენ საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის სახეობას, რომელიც ექვემდებარება გამოკვლევას, საზღვრავენ საკონტროლო მიკროორგანიზმების ჯგუფს კვლევის მეთოდების მითითებით, აწარმოებენ დაავადების აფეთქების გამომწვევი წარმოების ტექნოლოგიური ჯაჭვის კონტროლს; აუცილებლად ახდენენ პროდუქტის წარმოებაში გამოყენებული ყველა კომპონენტის კონტროლს სანიტარიული ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისობაზე.
3. ყველა სახეობის დაკლული ცხოველისა და მისგან წარმოებული პროდუქტის მიკრობიოლოგიური კონტროლის მიკრობიოლოგიური ნორმატივები მიიღება „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქარტველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მიხედვი