1.  მომუშავე პერსონალის ხელების სისუფთავის კონტროლის პერიოდულობა მოცემულია ცხრილში.

2.  ხელების სისუფთავის კვლევას აწარმოებენ საწარმოო პროცესის დაწყების წინ. მომუშავე პერსონალის ხელის ჩამონაბანს აგრეთვე იღებენ მარლის ან ბამბის სტერილური ტამპონით. ანალიზის წინ ტამპონს ათავსებენ ნატრიუმის ქლორიდის სტერილურ იზოტონურ ხსნარში. შემდეგ ტამპონს საცობიანად აღებენ და გულდასმით ატარებენ არა უმცირეს 5-ჯერ ყოველ შესამოწმებელის ხელისგულზე, თითსა და განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ. სინჯებს ათავსებენ სინჯარებში ისე, რომ ტამპონი ჩაიძიროს სითხეში. შემდეგ მთელ სითხეს ტამპონიანად თესავენ 10 სმ3
კესლერის (ლივლივებით) ნიადაგში. ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში.

3.  მალფუჭადი (პაშტეტები, ლაბები და სხვ) პროდუქტების დამამზადებელ საამქროში მომუშავე პერსონალის ორივე ხელის ჩამონაბანის აღებისა და ტამპონის ფიზიოლოგიურ ხსნარში ჩაძირვის შემდეგ მისგან იღებენ 1 სმ3
საკვლევ სითხეს S. aureus-ის გამოსავლენად. შემდგომ კვლევას აწარმოებენ ზემოთ აღწერილი მეთოდით. დარჩენილ ჩამონაბან სითხესა და ტამპონს თესავენ 10 სმ3
კესლერის ნიადაგში. ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზ