1. საწარმოოს სანიტარიული მდგომარეობის კონტროლისა და არაკეთილსაიმედო პროდუქცის წარმოების თავიდან აცილების მიზნით ატარებენ:
ა) ტექნოლოგიური ხელსაწყოების, ინვენტარის, ტარის, მომუშავე პერსონალის ხელის ჩამონაბან-ჩამონარეცხების მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას;
ბ) ჰაერის კონტროლს;
2. საწამოო კონტროლის ჩატარების წესი მოცემულია №3 ცხრილში.
3. საწარმოოს სანიტარიული მდგომარეობის საწარმოო კონტროლისას გამოკვლევას აწარმოებენ სამუშაოს დაწყებამდე, სანიტარიული დამუშავების შემდეგ.
4. გეგმური გამოკვლევისას საზღვრავენ მეზოფილურ აერობულ და ფაკულტატურ ანაერობულ მიკროორგანიზმებს, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და პროტეუსის გვარის მიკროორგანიზმებს.
5. ტექნოლოგიური ხელსაწყოების, წვრილი ინვენტარის ჩამონარეცხები და მომუშავე პერსონალის ხელის ჩამონაბანები არ უნდა შეიცავდეს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს.
6. მეზოფილურ აერობული და ფაკულტატური ანაერობული მოკროორგანიზმების რაოდენობა 1სმ3 არ უნდა აღემატებოდეს 1X103-ს.
7. მაფამ-ის დასაშვები რაოდენობის მატება და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა მიუთითებს საწარმოოს არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე. ასეთ შემთხვევაში ატარებენ არაგეგმურ სანიტარიულ დამუშავებას (დეზინფექცია და რეცხვა). „ხორცისა და ფრინველების გადამამუშავებელ საწარმოში რეცხვის და პროფილაქტიკური დეზინფექციის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
8. სანიტარიული დამუშავების დამთავრების შემდეგ, განმეორებით აწარმოებენ მიკრობიოლოგიურ კვლევას.
9. საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური კონტროლისას ჩამონარეცხებში აკონტროლებენ მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების (მაფამ) რაოდენობას 1სმ3 ჩამონარეცხ სითხეში. (კწე/სმ3).
10. ჩამონარეცხის ჩათესილი სითხის მოცულობაში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა არ დაიშვება. ჩამონარეცხი სითხის 1სმ3-ში S. aureus არ დაიშვება და ჩამონარეცხ სითხეში (ტამპონიანად) პათოგენების, მ.შ. სალმონელების არსებობაც არ დაიშვება.
11. დანადგარების, ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული ხაზის ყველაზე სახიფათო წერტილების სანიტარიული მდგომარეობის კონტროლისას ჩამონარეცხების აღება (მათი რაოდენობა, მილებისა და ონკანების დამუშავების თავისებურებები და ა.შ.) ხორციელდება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაცის მიხედვით.
12. ჩამონარეცხების აღებისას იცავენ შემდეგ წესებს:
ა) ჩამონარეცხს იღებენ 5სმ3 ნატრიუმის ქლორიდის სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი სინჯარის საცობში მავთულზე დამაგრებული სტერილური ბამბის ან მარლის ტამპონით. სინჯების აღების წინ ტამპონს ჩაძირავენ ფიზიოლოგიურ სითხეში, ასველებენ, წმენდენ და ინვენტარის სხვადასხვა მონაკვეთის 100სმ3 ზედაპირს (სტერილური რკინის ტრაფარეტი 10(10). ყოველი ხმარების წინ აწარმოებენ ტრაფარეტის პლომბირებას.
ბ) მცირე დანადგარებიდან ჩამონარეცხს იღებენ მთელი ზედაპირიდან. ჩამონარეცხების აღების შემდეგ ტამპონიან საცობს კვლავ სინჯარაში ათავსებენ ისე, რომ ტამპონი სითხეში ჩაიძიროს. გულმოდგინე შენჯღრევის შემდეგ, სინჯიდან იღებენ 1სმ3 ფიზიოლოგიურ ხსნარს და ათავსებენ სტერილურ პეტრის ფინჯანში. ასხავენ 12სმ3 გამღვალ და 450
C-მდე გაგრილებულ საკვებ აგარს. სუსტი მოძრაობით აგარს ურევენ საკვლევ სითხეს. აგარის გამკვრივების შემდეგ პეტრის ფინჯნებს ათავსებენ თერმოსტატში 300
C ტემპერატურაზე. 72 სთ-ს შემდეგ ახდენენ კოლონიების რაოდენობის აღრიცხვას. დარჩენილ ფიზიოლოგიურ ხსნარს ტამპონიანად თესავენ ლივლივებიან სინჯარებში 10სმ3 კესლერის ნიადაგით. ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში. აირის და მჟავის არწარმოქმნა მიუთითებს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არარსებობაზე.
გ) იმ შემთხვევაში, როცა აკონტროლებენ მხოლოდ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობას, დასაშვებია სინჯების ასაღები ტამპონი შეტანილ უნდა იქნეს 5სმ3 კესლერის ნიადაგში (ლივლივებით);
13. ჩამონარეცხების აღებისას ტამპონს ასველებენ კესლერის ნიადაგში, წმინდენ საკვლევ ზედაპირს, ათავსებენ სინჯარაში და ახდენენ ინკუბირებას 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში. აირისა და მჟავის არწარმოქმნა მიუთითებს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არარსებობაზე.
14. საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შეფასებისას ახორციელებენ კონტროლს დანადგარების, მომუშავე პერსონალის ხელების, სანიტარიული ტანსაცმლის და ა.შ. პირობით-პათოგენური (S. aureus) და პათოგენური მიკროორგანიზმების, მ.შ. სალმონელებით კონტამინაციაზე, რომლებიც ხორცის პროდუქტებში გამრავლებისას ყველაზე ხშირად იწვევენ კვებით ინტოქსიკაციებს, ტოქსიკოინფექციებსა და ინფექციურ დაავადებებს.
15. დანადგარებიდან ჩამონარეცხების აღებას აწარმოებენ ზემოთ აღწერილი მეთოდით. ჩამონარეცხის აღების შემდეგ ტამპონს ძირავენ 5 სმ3 ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, კარგად შეანჯღრევენ.
16. S. aureus-ის გამოსავლენად 1 სმ3 ჩამონარეცხ სითხეს კარგად შემშრალ კვერცხის გულიან მარილიან ან ბიოდ-პარკერის ტიპის აგარიან 5 პეტრის (0.2 სმ3 რაოდენობით თითოეულზე) ფინჯანზე ათავსებენ. ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე,17. 24-48 სთ-ის შემდეგ ნათესებს ათვალიერებენ S. aureus-ისათვის დამახასიათებელი, ტიპური კოლონიების აღმოსაჩენად.
18. საწარმოს ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობისას 1სმ3 ჩამონარეცხი S. aureus არ უნდა შეიცავდეს. S. aureus საეჭვო კოლონიის აღმოჩენისას, შემდგომ კვლევას აწარმოებენ დადგენილი წესით. დარჩენილი ჩამონარეცხი სითხე ტამპონიანად შეაქვთ 10 სმ3 მაგნიუმის ან მიულერის ნიადაგებში, ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ ანალიზს აგრძელებენ დადგენილი წესი