1.  მიკრობიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს როგორც საწარმოო პროცესზე, აგრეთვე პროდუქციაზე, საწარმოოს შენობა-ნაგებობების სანიტარიულ მდგომარეობაზე, დანადგარებზე, მცირე ინვენტარზე და მომუშავე პერსონალის პირად ჰიგიენაზე.

2.  საწარმოო კონტროლი ხორციელდება საწარმოო ვეტერინარიული კონტროლის განყოფილების (ან ვეტერინარიული სამსახური) ლაბორატორიის მიერ, მათი უქონლობის შემთხვევაში კი დადგენილი წესით აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

3.  საწარმოო კონტროლის ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და ჯერადობა მოცემულია დანართ 1-ში.

4.  საწარმოო კონტროლი იყოფა მზა პროდუქციისა და შემომავალ კონტროლად:

ა) საწარმოო შემომავალი კონტროლი ხორციელდება საწარმოში ხორცის ნედლეულისა და სხვა ნედლეულად გამოსაყენებელი პროდუქციის მიღებისას, როგორც თანმხლები დოკუმენტაციით, რომელშიაც მომწოდებელი მოვალეა წარმოადგინოს ვეტერინალური მოწმობა, შესაბამისობის სერტიფიკატი (ტექნოლოგიური წინამორბედების შემოწმების ოქმი), ნომერი და მოქმედების ვადები, პროდუქციის უსაფრთხოების დამამტკიცებელი სხვა დოკუმენტები, აგრეთვე შერჩევითი მიკრობიოლოგიური გამოკვლევის გზით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირობით პათოგენური და პათოგენური მიკროფლორის გამოვლენას.

ბ) მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური კონრტოლი ხორციელდება კონკრეტული სახეობის პროდუქტზე ნორმატიული დოკუმენტაციის და აგრეთვე წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვი