1. ტექნოლოგიური პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ არ მოხდეს ნედლი და მზა პროდუქტების კონტაქტი, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხორცის მაღალხარისხოვანი პროდუქტების დამზადება.
2. გადასამუშავებლად შემოსული ნედლეული და დამხმარე მასალა უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დადგენილ ნორმებს.
3. ნაკლავის გადაადგილება საამქროში უნდა გამორიცხავდეს შეხებას იატაკთან, კედელთან და ტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან. ნაკლავის სისხლისაგან დასაწრეტ, გასაწმენდ და გასარეცხ უბნებში უნდა მოეწყოს ღარები (მეტალური, ბეტონი, მოპირკეთებული ფილებით) დახრილობით სითხის ჩასადენად ტრაპებისაკენ.
4. ტრანსპორტის ყველა ის საშუალება, რომლებიც გამოიყენება საკვები ნედლეულის გადასატანად, უნდა იყოს განცალკავებული და მოსახერხებელი სანიტარიული დამუშავებისათვის.
5. საკვებად უვარგისი ნარჩენები უნდა მოგროვდეს სპეციალურ ტარაში და ჰქონდეს შესაბამისი წარწერა.
6. მაცივრებში გასაცივებლად და გასაყინად მხოლოდ დამუშავებული სუბპროდუქტები გადაიგზავნებ