1.  აღჭურვილობის, ინვენტარისა და შესაფუთი საშუალებებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისათვის დაშვებული მასალები.

2.  საწარმოო საამქროების აღჭურვილობა განთავსებულ უნდა იქნეს ტექნოლოგიური პროექტის შესაბამისად ისე, რომ აცილებული იქნეს თავიდან ნედლეულისა და დამზადებული პროდუქციის შემხვედრი ნაკადი; უზრუნველყოს სანიტარიული დამუშავების მოხერხებულობა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა.

3.  მაგიდების ზედაპირი უნდა იყოს სწორი, დეფექტების გარეშე, შემოფარგლული, რომ არ მოხდეს მიღებული ნედლეულის იატაკზე გადმოვარდნა. ხორცის დასამუშავებლად გამოიყენება მაგარი ხისაგან დამზადებული, ან სხვა საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისათვის დაშვებული მასალისაგან დამზადებული სპეციალური დაფები, რომელიც ცვლის დამთავრების შემდეგ გასუფთავდება, გაირეცხება და ჩაუტარდება დეზინფექცია.

4.  ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავება აუცილებელია ტექნოლოგიური პროცესების კარგად წარმართვისათვის.

5.  საწარმო ვალდებულია საამქროში განახორციელოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის, ინვენტარის, ტარის სანიტარიული კონტროლი მუშათა ხელებიდან ჩამონარეცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებით, არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში მაშინვე უნდა მოხდეს განმეორებითი სანიტარიული დამუშავება.

6.  ინვენტარი (მოაჯირები, თაროები, ქვესადგარები და ა.შ.) უნდა დამზადდეს ისეთი მასალისაგან, რომელიც ადვილად ირეცხება და დეზინფიცირდება. ინვენტარის მარაგი ინახება ცალკე სათავსში.

7.  ხორცის დასაკიდი კაუჭები უნდა დამზადდეს უჟანგავი ან მოკალული ლითონისაგან.

8.  მაცივრებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტვირთმზიდი ურიკები, ინვენტარის გასარეცხი სათავსის, ცხელი და ცივი წყლის ჭავლის მომწოდებელი მოწყობილობა და ნარეცხი წყლების კანალიზაციაში ჩასაშვები ტრაპებ