1.  საწარმოო სათავსები უნდა უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად. სათავსის შესასვლელთან უნდა იყოს მოთავსებული სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ნოხი.

2.  იმ საამქროებში, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებს, აგრეთვე, სანიტარიული ბლოკის სათავსებში, კედლის პანელები და სვეტები უნდა იყოს მოპირკეთებული ფილებით ან შეღებილი ღია ფერის საღებავით 2 მ-ის სიმაღლეზე.

3.  ყველა სათავსში იატაკი უნდა იყოს დაფარული წყალგაუმტარი მასალით და დაქანებული ტრაპის მხარეს.

4.  სათავსების სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ და იმავდროულად გაკეთდეს დეზინფექცია.

5.  ხორცის გადამამუშავებელ საამქროებში, სადაც შესაძლებელია კედლებისა და იატაკის დასვრა ცხიმით, უნდა გაირეცხოს ცხელი საპნიანი წყლით ან სხვა სარეცხი საშუალებებით დღეში ორჯერ მაინც.

6.  ყველა საწარმოო საამქროში, საყოფაცხოვრებო და დამხმარე სათავსებში ყოველთვის უნდა იყოს სისუფთავე. იატაკის გარეცხვა ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაისვაროს ტექნოლოგიური აღჭურვილობა და ინვენტარი, რომლითაც მუშავდება ნედლეული.

7.  ფანჯრის ჩარჩოებისა და მინის გაწმენდა-გარეცხვა უნდა ხდებოდეს 15 დღეში ერთხელ. ჩარჩოები უნდა შეიღებოს წელიწადში ერთხელ, ხოლო ზაფხულის პერიოდში ბუზებისაგან დასაცავად უნდა გაკეთდეს ბადეები.

8.  საამქროს ყველა შიდა კარები ყოველდღე კარგად უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს, განსაკუთრებით კი სახელურები. დარაბები უნდა იყოს შეღებილი ზეთის საღებავებით.

9.  საწარმოო სათავსების იატაკი არ უნდა იყოს სრიალა, უნდა ჰქონდეს მჟავაგამძლე, წყალგაუმტარი, დახრილი და ცხიმის ჩასადენი ტრაპებით აღჭურვილი ზედაპირი. ტრაპი უნდა გაიწმინდოს ყოველდღე და გაუკეთდეს დეზინფექცია.

10.     გამწმენდი საშუალებები და სადეზინფექციო ხსნარები უნდა იყოს საჭირო რაოდენობით და ინახებოდეს მათთვის განკუთვნილ ადგილას – კარადებში.

11.     დაუშვებელია პროდუქციის წარმოება საამქროებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას.

12.     ხორცკომბინატებსა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში სანიტარიული დღე უნდა ჩატარდეს ყოველთვიურა