1. თევზის გადამამუშავებელი საწარმოები (საამქროები) ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს, ზაფხულში – მოირწყას, ხოლო ზამთარში კი – გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგან.
2. საწარმოს ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება უნდა ხდებოდეს არანაკლებ 2-ჯერ დღე-ღამეში.
3. საწარმოების ტერიტორიის დაგეგმვა უნდა უზრუნველყოფდეს ატმოსფერული, ნადნობი და ნარეცხი წყლების ჩადინებას კანალიზაციაში და უპასუხებდეს მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
4. ტერიტორიის, საწარმოო, საყოფაცხოვრებო და დამხმარე სათავსების დალაგება უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მიერ, რომელთა ჩაბმა კვების პროდუქტების წარმოებაში დაუშვებელია.
5. სამუშაოს დამთავრებისთანავე უნდა ხდებოდეს საამქროების, აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარის დასუფთავება-დალაგება; ჯერ სველი წესით უნდა გაიწმინდოს კარები, კარნიზები, ფანჯრის რაფები, გამათბობელი ხელსაწყოები და ა. შ. შემდეგ კი მოირეცხოს იატაკი. იატაკი და კედლები ექვემდებარება დასუფთავებას თხევადი სარეცხი საშუალებების შემცველი ხსნარითა და დეზინფიცირებას ნებადართული სადეზინფექციო ხსნარებით. მუშაობის პროცესში იატაკის სველი წესით დასუფთავება წარმოებს დაბინძურების ხარისხის მიხედვით.
6. საწარმოში სათანადო სანიტარიული მდგომარეობის შესანარჩუნებლად უნდა ჩატარდეს სანიტარიული დღეები შემდეგი პერიოდულობით:
ა) საკონსერვო, საპრესერვო, ხიზილალის, კულინარიულ, შესაბოლ და თევზის ფარშის საამქროებში –კვირაში ერთჯერ;
ბ) გაყინული, დამარილებული, სანელებლიანი პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და ცხიმის დამამზადებელ საამქროებში – 10 დღეში ერთჯერ;
გ) სანიტარიული დღეების შემდეგ აუცილებელია მიკრობიოლოგიური კონტროლის ჩატარება.
7. საამქროების გაჩერების დრო, რემონტის ჩატარების ვადები და სამუშაოთა მოცულობა დამტკიცებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ.
8. საწარმოს საამქროებისა და უბნების კოსმეტიკური რემონტი უნდა ტარდებოდეს დაბინძურების ხარისხის მიხედვით, მაგრამ წელიწადში ერთჯერ მაინც; კედლებსა და ჭერზე ობის სოკოების გაჩენისთანავე ისინი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია საამქროს მუშაობის პროცესში.
9. საწარმოო საამქროებში დანადგარები ისე უნდა განლაგდეს, რომ მოსახერხებელი იყოს დასუფთავება-დეზინფექციისათვის.
10. ნარჩენების კონტეინერები უნდა დაიცალოს ნაგვისაგან 2/3-ით ავსებისთანავე და გატანილ იქნას საწარმოს ტერიტორიიდან ზაფხულში ყოველდღიურად, ხოლო ზამთარში კი – ორ დღეში ერთჯერ. კონტეინერები დაცლისთანავე უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.
11. თევზის გადამამუშავებელი საწარმოების სათავსებსა და ტერიტორიაზე აკრძალულია შინაური ცხოველების (გარდა მოდარაჯე ძაღლებისა სწორი მოვლის პირობებში) ყოფნა.
12. საწარმოო სათავსებში კატეგორიულად აკრძალულია კვება და გარეშე ღონისძიებების ჩატარება.
13. უცხო პირები საწარმოო და სასაწყობე სათავსებში დაიშვებიან (სპეციალური ან სანიტარიული ტანსაცმლით) მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვის შემდეგ.
14. საწარმოო სათავსების შესასვლელში უნდა იყოს სპეციალური სამარჯვები ფეხსაცმელების გასაწმენდად, რომელთა გასუფთავება უნდა ხდებოდეს ცვლაში ორჯერ მაინც. ამასთან, აქვე უნდა დაეგოს ქლორიანი კირის 0,5%-იან (ან სხვა ნებართული საშუალების) ხსნარში დასველებული პატარა ხალიჩები, რომლებიც ექვემდებარება ცვლაში ერთჯერ გამოცვლას
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები ტერიტორიისა და საწარმოო სათავსებისადმი
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0,5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საფუძველზე და ადგენს მოთხოვნებს თევზის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზებისადმი
- მუხლი 2. 1. სიმძლავრისა და გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტისაგან დამოკიდებულებით თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შედგენილობაში შეიძლება შედიოდეს შემდეგი წარმოებები: სამაცივრო, დასამარილებელი, საკონსერვო,
- მუხლი 3. საწარმოების დაგეგმარება
- მუხლი 4. საწარმოო სათავსები
- მუხლი 5. წყალმომარაგება და კანალიზაცია
- მუხლი 6. განათება, გათბობა, ვენტილაცია
- მუხლი 8. მოთხოვნები აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარისადმი
- მუხლი 9. დამხმარე მასალა და ყინული
- მუხლი 10. საბადური
- მუხლი 11. თევზის მიღებისა და დამუშავების საამქროები
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-7/