1. სასაბადურე უბნის მთელი სანაპირო ზოლი უნდა შემოიღობოს და მოსწორდეს.
2. წინასწარ გასუფთავებული ბადეების გასაშრობად სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპეციალური საკიდრები.
3. საბადურზე საწყობების, ფარდულებისა და სხვა საწარმოო ნაგებობებისა და საყოფაცხოვრებო სათავსების განთავსებისათვის შერჩეულ უნდა იქნეს ნაპირის შემაღლებული, მყარი გრუნტის მქონე დაუტბორავი უბანი.
4. საბადურის ტერიტორია ყოველდღიურად უნდა სუფთავდებოდეს.
5. საბადურთან მიყვანილი სასმელი წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებას “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ”.
6. სამეურნეო-ფეკალური (კვების ბლოკების, სამრეცხაოების, საპირფარეშოების) ჩასადინარების შესაკრებად საბადურზე გათვალისწინებული უნდა იყოს კანალიზაცია, ხოლო ნაგვისა და ნარჩენების შესაგროვებლად კი – მჭიდროხუფიანი კონტეინერები, რომლებიც ექვემდებარება საცხოვრებელ-საზოგადოებრივი ნაგებობებიდან და ჭებიდან არანაკლებ 50 მ მანძილის დაშორებით განთავსებას