1. ხელსაწყოები და აღჭურვილობა, დასამუშავებელი დაფები, ტევადობები, კონვეიერის ქამრები და დანები დამზადებული უნდა იყოს კვების პროდუქტებთან კონტაქტისათვის შესაბამისი მასალისაგან, იყოს მოხერხებული დასუფთავება-დეზინფექციისათვის. მეტალური კონსტრუქციები დამზადებული უნდა იყოს უჟანგი მასალისაგან. ხემასალის გამოყენება დასამუშავებელი დაფებისა და სხვა კონსტრუქციებისათვის აკრძალულია.
2. აღჭურვილობათა კონსტრუქციები უნდა უზრუნველყოფდეს კვანძების სწრაფ, იოლ დაშლასა და მისადგომობას, რათა კვების პროდუქტებთან შეხებაში მყოფი ყველა დეტალი ადვილად სუფთავდებოდეს, ირეცხებოდეს და დეზინფიცირდებოდეს.
3. ტექნოლოგიური აღჭურვილობის ნაწილები, რომლებიც უშუალო შეხებაშია კვების პროდუქტებთან უნდა გაიპოხოს მხოლოდ საკვები ცხიმებით.
4. ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციისათვის განკუთვნილ ბუნკერებს, კოდებს, აბაზანებს, ბლოკ-ფორმებსა და სხვა ტევადობებს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი მათი გასუფთავება-დეზინფექციის გასაადვილებლად.
5. მაგიდებს უნდა ჰქონდეს გლუვი, არაკოროზიული ლითონის ან სინთეზური მასალისაგან დამზადებული ზედაპირი.
6. აკრძალულია ვერცხლისწყლის შემცველი საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების გამოყენება. მინის გამზომ ხელსაწყოებს უნდა ჰქონდეს ლითონის ბუდეები.
7. სხვადასხვა სახის ლაბასხმულის ხარშვისას საჭიროა უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული პლასტმასის სახელურებიანი სარეველები.
8. სინჯების აღება ანალიზებისათვის უნდა ხდებოდეს მხოლოდ ლითონის კოვზებით, მილაკებით ან საცეცებით.
9. საწარმოო ინვენტარი უნდა იყოს ნიშანდებული. დაუშვებელია შემთხვევითი ინვენტარის გამოყენება.
10. აღჭურვილობა, ინვენტარი, ტარა და ის ზედაპირები, რომლებიც შეხებაშია კვების პროდუქტებთან და ნედლეულთან დამზადებული უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული მასალისაგან.
11. მზა პროდუქციისათვის განკუთვნილი სამომხმარებლო ტარა უნდა პასუხობდეს ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შეფუთვა მუყაოს ყუთებში ან პოლიეთილენის პარკებში უნდა უზრუნვეყლოფდეს მათ დაცვას მთლიანობის დარღვევისა და დეფორმაციისაგან.
12. დასაკონსერვებელი პროდუქციის დაფასოებისათვის განკუთვნილი ტარა უნდა პასუხობდეს დარგის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ტარის ხარისხისა და სანიტარიული მდგომარეობის შემოწმების პერიოდულობა უნდა ხდებოდეს საუწყებო დოკუმენტებით განსაზღვრული კვლევის მეთოდებისა და სინჯის აღების წესების მიხედვით.
13. ქილების ხუფები საამქროს უნდა მიეწოდებოდეს სუფთა, წყალგაუმტარ ქაღალდში ან ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პაკეტებში შეფუთული სახით. მათი განფუთვა უნდა ხდებოდეს უშუალოდ მოსახუფ მანქანასთან მიწოდების წინ.
ა) მინის, პოლიმერული და ლითონის ქილებისათვის განკუთვნილი ლითონის ხუფები უნდა იყოს სუფთა და წყალგაუმტარ ან გაპოხილ ქაღალდში შეფუთული. განფუთვის უშუალოდ მოხუფვის წინ განხორციელების პირობებში მათი გამოყენება შეიძლება წინასწარი დამუშავების გარეშე.
14. თუნუქის ქილებისა და ხუფების შიგა ზედაპირი უნდა იყოს მდგრადი და უპასუხებდეს ნდ-ის მოთხოვნებს.
15. მინის ქილები უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ სათავსებში თითეული სახის მასალისათვის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით. დაუშვებელია პოლიმერული მასალისაგან დამზადებული ტარის შენახვა სინათლეზე.
16. კასრები უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ სათავსებში ან ფარდულქვეშ სპეციალურ ქვესადგამებზე.
17. მზა პროდუქციის შესაფუთი აფსკების, საძეხვე და სასოსისე გარსების მასალა უნდა შეესაბამებოდე დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებს.
18. თევზის პროდუქციის შესაფუთ ტარასა და დამხმარე მასალას არ უნდა ჰქონდეს არსასიამოვნო სუნი, უნდა იყოს სუფთა, მშრალი და შეესაბამებოდეს ნდ-ის მოთხოვნებს. აკრძალულია დაბინძურებული ან ობიანი ტარის გამოყენება.
19. საწარმოო საამქროების, აღჭურვილობის, ინვენტარის, ტარისა და ტრანსპორტის რეცხვა და დეზინფექცია უნდა ხორციელდებოდეს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 8. მოთხოვნები აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარისადმი
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1. სიმძლავრისა და გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტისაგან დამოკიდებულებით თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შედგენილობაში შეიძლება შედიოდეს შემდეგი წარმოებები: სამაცივრო, დასამარილებელი, საკონსერვო,
- მუხლი 3. საწარმოების დაგეგმარება
- მუხლი 4. საწარმოო სათავსები
- მუხლი 5. წყალმომარაგება და კანალიზაცია
- მუხლი 6. განათება, გათბობა, ვენტილაცია
- მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები ტერიტორიისა და საწარმოო სათავსებისადმი
- მუხლი 9. დამხმარე მასალა და ყინული
- მუხლი 10. საბადური
- მუხლი 11. თევზის მიღებისა და დამუშავების საამქროები
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
- მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-8/