1. თევზის გადამამუშავებელი საწარმოს თევზის მიმღებ საამქროს უნდა ჰქონდეს კანალიზაცია. მიმღები ბაქნის იატაკი უნდა იყოს მოასფალტებული და დაქანებული საკანალიზაციო ტრაპისაკენ. მიმღები ბაქნის გამოყენება აკრძალულია სამეურნეო მიზნით ან გემების სანიტარიული დამუშავებისათვის.
2. სანიტარიულ ნავმისადგომსა და თევზის მიმღებ ბაქანთან მიყვანილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყალი, ორთქლი, სადეზინფექციო ხსნარების მოსამზადებელად კი აღჭურვილ უნდა იქნეს ნიშანდებული ტევადობებით.
3. თევზის მიმღები ბაქნები, განსაკუთრებით თევზჭერის დროს, ექვემდებარება ყოველდღიურ დასუფთავებას, ქლორიანი კირის 2%-იანი ხსნარით ან სხვა ნებადართული საშუალებით დეზინფექციასა და სუფთა წყლით მორეცხვას.
4. სივრცე მიმღები ბაქნის ქვეშ ყოველთვის სუფთა უნდა იყოს და პერიოდულად დეზინფიცირდებოდეს. ბაქნის ქვეშ აკრძალულია ნაგვისა და ნარჩენების დაყრა.
5. თევზის გადმოტვირთვისას საჭიროა მისი დაცვა დაბინძურებისა და მექანიკური დაზიანებისაგან.
6. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები უნდა წარმოებდეს ტექნიკური საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით.
7. თევზის მიმღები საამქრო უნდა იყოს დახურული, დათბუნებული, გადახურული. სხვენქვეშა სივრცეზე ბადეების გაკვრა აკრძალულია. საამქროს კედლები მოპირკეთებული უნდა იყოს მოჭიქული ფილებით და არ ჰქონდეს ხვრელები, ხოლო იატაკს უნდა ჰქონდეს მყარი, წყალგაუმტარი საფარი და დაქანებული იყოს ტრაპებისა და ღარებისაკენ.
8. საამქროს იატაკი პერიოდულად უნდა სუფთავდებოდეს ნარჩენებისაგან, ირეცხებოდეს წყლით და დეზინფიცირდებოდეს. ჭერი და კედლები რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს მტვრის, აბლაბუდისა და სხვა დამაბინძურებლებისაგან.
9. თევზი დამუშავებამდე უნდა განთავსდეს სპეციალურ ბუნკერებში ან ქვესადგარებზე. იატაკსა და ქვესადგარს შორის დაშორება უნდა შედგენდეს არანაკლებ 30 სმ-ს. აკრძალულია თევზის განთავსება უშუალოდ იატაკზე.
10.თევზის დასამუშავებელი მაგიდები უნდა ირეცხებოდეს დაბინძურების ხარისხის მიხედვით. მანქანები ექვემდებარება ცვლაში არანაკლებ ერთხელ გასუფთავებას.
11. თევზის გასარეცხი შლანგები ჩამოკიდებული უნდა იყოს კედელზე დახვეულ მდგომარეობაში. ამასთან, შლანგის ბოლო არ უნდა ეხებოდეს იატაკს.
12. დიდი ზომის თევზის გასარეცხად შეიძლება სპეციალური სამარჯვების, მათ შორის კაპრონის შხაპიანი ჯაგრისის, ნეჭას და სხვა საშუალებების გამოყენება.
13. დაფეშხოების შემდეგ თევზი გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს ლორწოს, სისხლის, შიგნეულობის ნარჩენებისაგან სუფთა გამდინარე წყლით (არა უმეტეს 15-180C ტემპერატურის) და შენახულ იქნეს (ცივ ბუნკერში ან მოეყაროს ზემოდან ყინული ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად), ან პირდაპირ გაიგზავნოს შემდგომი ტენოლოგიური დამუშავებისათვის.
14. თითოეული სახის საკვები ნარჩენი უნდა შეგროვდეს ცალ-ცალკე სუფთა ყუთებში. მათი გაჩერება ერთ ტარაში დასაშვებია არა უმეტეს 1,5 სთ-ის განმავლობაში. საკვები ნარჩენები უნდა გაიგზავნოს შემდგომი დამუშავებისათვის ან გასაყინად.
15. დაუყოვნებელი გადამუშავების შეუძლებლობის შემთხვევაში საკვები ნარჩენებიანი ტარა, მათი შევსების ხარისხის მიუხედავად უნდა გაიგზავნოს გამაცივებელ საკანში (ჰაერის ტემპერატურით 0-50C). ნარჩენების შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 სთ-ს.
16. საქონლის საკვებისათვის განკუთვნილი თევზის ნარჩენები უნდა ინახებოდეს სპეციალურ ნიშანდებულ, მჭიდროხუფიან ტარაში და გატანილ იქნეს საამქროდან არანაკლებ ერთხელ ცვლაში
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 11. თევზის მიღებისა და დამუშავების საამქროები
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. წყალმომარაგება და კანალიზაცია
- მუხლი 6. განათება, გათბობა, ვენტილაცია
- მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები ტერიტორიისა და საწარმოო სათავსებისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარისადმი
- მუხლი 9. დამხმარე მასალა და ყინული
- მუხლი 10. საბადური
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
- მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
- მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-11/