1. ნებადართულია საპრესერვო საამქროს (უბნის) დაპროექტება იზოლირებულ შენობაში, ან თევზის პროდუქციის დამამზადებელი საამქროების ბლოკის იზოლირებულ სათავსში.
2. პრესერვების წარმოებაში, ძირითადი საწარმოო განყოფილებების (ნედლეულის, დაფეშხოების, დაფასოების, შეფუთვისა და სოუსებისა და ლაბა-სხმულების დამამზადებელი განყოფილებები) გარდა, ტექნოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებულებით, შეიძლება შედიოდეს დამხმარე უბნებიც: ცარიელი ქილების რეცხვა-დეზინფექციის, ინვენტარისა და საამქროსშიდა ტარის რეცხვის, ბოსტნეულისა და ხილის მომზადებისა და დამუშავების, ნედლეულის მარაგის ხანმოკლე დროით შესანახი გრილი სათავსი, დამხმარე მასალის შესანახი სათავსი, მზა პროდუქციის შესანახი გრილი საკანი 0-იდან – 80C-მდე ჰაერის ტემპერატურით, ტარის შესანახი სათავსი, ცენტრალური სამარილწყლე (მარილწყლის მომზადებისა და მიწოდების პროცესი უნდა იყოს მექანიზებული).
3. პრესერვების წარმოების სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური კონტროლი ხორციელდება დადგენილი ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.
4. პრესერვების წარმოებაში გამოსაყენებელი ნედლეული უნდა პასუხობდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
5. სოუსებსა და ლაბასხმულებში პრესერვების მომზადების პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად მექანიზებული.
6. გამლღვალი ნედლეულის მარაგი არ უნდა აღემატებოდეს გამოსაშიგნი საამქროს ერთსაათიან მოთხოვნილებას. გამლღვალი ნედლეულის დაყოვნება წყალში აკრძალულია.
7. საბრუნავი ცარიელი და თევზიანი ტარა უნდა ინახებოდეს იატაკიდენ არანაკლებ 40 სმ სიმაღლეზე განლაგებულ სტელაჟებზე. ტარის ფსკერს უნდა ჰქონდეს ხვრელები სინესტის ჩამოსადენად. თევზიანი ტარა უნდა გალაგდეს ერთ რიგზე სიმაღლეში.
8. სანელებლიანი დამარილებული ლაბასხმულის ძმართან შერევა უნდა წარმოებდეს ემალირებულ ან უჟანგი ფოლადისაგან დამზადებულ ჭურჭელში.
9. არ შეიძლება საწარმოო სათავსში მოხუფული პრესერვების გაჩერება 2 სთ-ზე მეტ ხანს, ამიტომ პარტიის შევსებისთანავე გადატანილ უნდა იქნეს მაცივარში 0-იდან –80C-მდე ტემპერატურის პირობებში მოსამწიფებლად
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მოთხოვნები აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარისადმი
- მუხლი 9. დამხმარე მასალა და ყინული
- მუხლი 10. საბადური
- მუხლი 11. თევზის მიღებისა და დამუშავების საამქროები
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
- მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
- მუხლი 17. თევზის ფარშის წარმოება
- მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 19. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-14/