1. თევზის ხელოვნურ პირობებში გამოსაყვან წარმოებას ძირითადი საწარმოო საამქროების გარდა უნდა ჰქონდეს შემდეგი განყოფილებები:
ა) შესაფუთი განყოფილება;
ბ) მზა პროდუქციის ასორტიმენტის საჭირო ტემპერატურაზე შესანახი საკნები;
გ) ტარისა და ინვენტარის დამუშავების განყოფილება.
2. თევზის ხელოვნურად გამოსაყვანი საამქროს დახურული სათავსების კედლები და ჭერი უნდა იყოს გლუვზედაპირიანი და მოხერხებული სანიტარიული დამუშავებისათვის.
3. თევზის გამოსაყვანი საკნები აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური ტიპის საკონტროლო-გამმზომი ხელსაწყოებით.
4. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოებაში გამოსაყენებელი ნედლეული უნდა პასუხობდეს დარგის ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
5. ბუნებრივ პირობებში თევზის გამოყვანა წარმოებს ღია საკიდრებზე ან ფარდულში. ბუნებრივად თევზის გამოყვანის განყოფილება უნდა იყოს შემოღობილი და ნაგავშემკრებებისა და ტუალეტებიდან არანაკლებ 50 მ მანძილით დაშორებული.
6. საკიდრების ქვეშ მოედანი უნდა იყოს სუფთა, მყარზედაპირიანი და დახრილი ატმოსფერული ნალექების ჩასადენად. მოედნების სხვა მიზნებისათვის გამოყენება, აგრეთვე, თევზის რეცხვა-გასუფთავება საკიდრების ქვეშ აკრძალულია.
7. თევზი საკიდრებზე ისე უნდა განათავსონ, რომ ქვედა რიგები მოედნის ზედაპირიდან დაშორებულ იყოს არანაკლებ 0,8 მ მანძილით.
8. გალიებს, შომპოლებს, ლარტყებს, ცხაურებს და ა. შ. ყოველი განტვირთვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს სანიტარიული დამუშავება, რისთვისაც ისინი ჯერ გულმოდგინედ უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს კალცინირებული სოდის 1-2%-იანი მდუღარე ხსნარით, შემდეგ კი დაიმდუღროს.
9. გამოყვანილი თევზის მზა პროდუქცია უნდა განათავსონ იატაკიდან არანაკლებ 50 სმ-ით დაშორებულ მაგიდებზე. გამოყვანილი თევზის პროდუქცია უნდა დაიფაროს ბრეზენტით. დაუშვებელია მათი მთელი ღამით დატოვება.
10. გამოყვანილი პროდუქციის შენახვა წარმოებს ცივ სათავსში შესაბამისი ტენიანობა-ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.
11. თევზის ბუნებრივი და ხელოვნური გამოყვანის განყოფილებებში უნდა ტარდებოდეს ბუზების, კოღოებისა და მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები.
12. თევზის გამომშრალი პროდუქციის მწარმოელ განყოფილებებში ყურადღება უნდა ექცეოდეს გამოსაშრობ საკნებში ჰაერის სისუფთავეს, ტარდებოდეს ბადეებისა და ტაფების გულმოდგინე სანიტარიული დამუშავება
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 19. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოება
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
- მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
- მუხლი 17. თევზის ფარშის წარმოება
- მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 20. ხიზილალის წარმოება
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-19/