1. შესაბოლი წარმოება გარდა ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების (გალღობის, გამოშიგვნის, დამარილების, დალბობისა და თევზის შებოლვის) საამქროების გარდა უნდა მოიცავდეს შემდეგ დამოუკიდებელ სათავსებს:
ა) მარილხსნარის მომზადების; გრილი სათავსი ნედლეულის დღეღამური მარაგისათვის; მზა პროდუქციის შესაფუთი; მზა პროდუქციის დროებით შესანახი მაცივარი; საბრუნავი ტარის სანიტარიული დამუშავების; ტარის გაშრობისა და შენახვის; ტარის საწყობი მისი რემონტის უბნით.
ბ) სათბობისა და ნახერხის, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისა და შესაბოლი ხსნარების შესანახი სათავსი.
გ) შესაფუთი და დამხმარე მასალის შესანახი სათავსი.
2. შესაბოლი საკნები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკურ აღმძრავიანი გამწოვი ვენტილაციით, აგრეთვე კარებებითა და ლუქებით, რომლებიც მჭიდროდ იხურება.
3. შესაბოლი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს შომპოლებისა (წნელები), ლარტყების (კოჭები) ორმაგი რაოდენობით. სანიტარიული დამუშავება უნდა ხდებოდეს ცვლაში ერთჯერ, რისთვისაც ისინი ჯერ გულმოდგინედ უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს კალცინირებული სოდის 1-2%-იანი მდუღარე ხსნარით, შემდეგ კი დაიმდუღროს. შესაბოლი საკნებისა და გალიების გულმოდგინე სანიტარიული დამუშავება უნდა ტარდებოდეს კვირაში ერთჯერ.
4. ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისათვის შესაბოლ საკნებში დამონტაჟებული უნდა იყოს საკონტროლო გამზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები (თერმომეტრები, ფსიქრომეტრები, ჰიგრომეტრები), რომელთა ჩვენებებია უნდა რეგისტრირდებოდეს სპეციალურ ჟურნალში. ცხელი შებოლვის თევზის შიგნით ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 800C-ისა.
5. შებოლილი პროდუქციის წარმოებაში გამოსაყენებლი ნედლეული უნდა პასუხობდეს დარგის ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
6. მზა პროდუქცია სწრაფად უნდა გაცივდეს არა უმეტეს ტემპერატურამდე, შემდეგ კი შეიფუთოს და გადააგზავნონ სამაცივრო საკანში. რეალიზაციამდე ცხელი შებოლვის თევზი შენახულ უნდა იქნეს 2-იდან –20C-მდე ტემპერატურის, ხოლო ცივი შებოლვის თევზი კი – 0-იდან –50C ტემპერატურის პირობებში.
7. შესაბოლი ღუმლიდან გადმოტვირთვის შემდეგ ცხელი შებოლვის თევზი გაყინვამდე არ უნდა შეინახონ 12 სთ-ზე მეტ ხანს. უშუალოდ გაცივების შემდეგ თევზი უნდა გაიყინოს არა უმეტეს –180C ტემპერატურამდე.
8. შებოლილი თევზის ჩასაწყობ ყუთებს ტორცულ მხარეზე უნდა ჰქონდეს ნახვრეტები.
9. ზურგიელის შებოლილი პროდუქციის მცირე დაფასოების (ანათლები) ინვენტარს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშანდება.
10. ზურგიელის ანათლების ჩასალაგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს პატარა ნიჩბები ან ჩანგლები.
11. თევზის დასამუშავებელი მაგიდები უნდა გაირეცხოს კალცინირებული სოდის 0,5%-იანი მდუღარე ხსნარით, დეზინფიცირდეს, გაივლოს და გაშრეს.
12. წარმოებაში ნედლეულის მიწოდება და მზა პროდუქციის გამოტანა უნდა ხდებოდეს სხვადასხვა კარებიდან.
13. მზა პროდუქციის შენახვა, რეალიზაცია და გადატანა უნდა წარმოებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №303/ნ ბრძანებით „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისა პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული დოკუმენტის შესაბამისად
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 0,5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
- მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
- მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
- მუხლი 17. თევზის ფარშის წარმოება
- მუხლი 19. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 20. ხიზილალის წარმოება
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-18/