1. ხიზილალის საამქრო დაპროექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელ სათავსში ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესის ნაკადურობა. ხიზილალის გამომუშავება ქილებსა და კასრებში უნდა ხდებოდეს განცალკევებულად.
2. თევზის ხიზილალის დამზადების საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა იყოს განცალკევებული.
3. თევზის დაფეშხოებისა და ხიზილალის ამოსაღებად განკუთვნილი მაგიდები უნდა იყოს წყალგაუმტარი და ადვილად ექვემდებარებოდეს რეცხვა-გასუფთავებას (უჟანგი ფოლადი, მარმარილო და ა. შ.). ინვენტარი (ცხაურა, ტევადობები, აბაზანები და ა. შ.) დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომ პასუხობდეს წინამდებარე დოკუმენტის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ქვირითის ამოღებისა და ხიზილალის დასამზადებელი უბანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყლის შემრევიანი ნიჟარებით, რომლებიც თავის მხრივ აღჭურვილი უნდა იყოს ხელებისა და ინვენტარის ანტისეპტიკებით დასამუშავებელი მოწყობილობით.
5. ხიზილალის წარმოებაში გამოიყენება ხელოვნური განათებით უზრუნველყოფილი, გამჭვირვალე საინსპექციო მაგიდები გარეშე ჩანართების მოსაშორებლად.
6. ხიზილალის წარმოებაში გამოსაყენებული ნედლეული უნდა პასუხობდეს დარგის ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
7. თევზის ხიზილალა მოგროვილ უნდა იქნეს სუფთა ტევადობაში და საამქროს მიეწოდოს გაცივებული სახით (00C).
8. ხიზილალის მოსამზადებლად ნებადართულია მხოლოდ ადუღებული და გაციებული მარილწყლის, აგრეთვე ნაწრთობი მარილის გამოყენება. ზეთი უნდა შემოწმდეს ოქროსფერი სტაფილოკოკის არსებობაზე.
9. ხიზილალის გასინჯვა დამარილების პროცესში დასაშვებია მხოლოდ რქის ჩანგლებით ან პლასტმასის ნიჩბებით, რომლებიც ყოველი გასინჯვის შემდეგ უნდა დეზინფიცირდეს.
10. დაუშვებელია ხიზილალის ნახმარ კასრებში მოთავსება.
11. ხიზილალის მოთავსების შემდეგ ტარა (ქილები) გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს მწვავე ორთქლით, ან გამოიწრთოს საშრობ კარადაში. ტილოს ტომრები და ხელსახოცები უნდა გაირეცხოს და გამოიხარშოს. გარეცხილი პარაფინირებული კასრები უნდა ამოიგოს პერგამენტის ქაღალდით.
12. დრო ხიზილალის ჩალაგებიდან მისი პასტერიზაციის დაწყებამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 სთ-ს.
13. დაფასოებული და მოხუფული ხიზილალა დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნოს შესანახად სამაცივრე საკანში.
14. ხიზილალა უნდა ინახებოდეს ასორტიმენტისაგან დამოკიდებულებით ნდ-ის შესაბამის ტემპერატურაზე.
15. ცილოვანი ხიზილალის გარსის ლაბაწარმომქნელის მოსამზადებლად გამოსაყენებელი ტილოს ფილტრები ყოველი ხმარების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გამოყენების წინ კი – გამოიხარშოს.
16. ხიზილალის (მათ შორის ცილოვანი) წარმოების სათავსების, აღჭურვილობისა და ინვენტარის სანიტარიული დამუშავება უნდა ტარდებოდეს ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ხოლო სანიტარიული დღე კი – ყოველ 5 დღეში ერთჯერ.
17. საწარმოო სათავსების ჰაერის სანაციისათვის დამონტაჟებული უნდა იყოს ბატერიციდული ნათურები (1,5-2,2 ვტ ჰაერის ყოველ 1მ3-ზე)
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 20. ხიზილალის წარმოება
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
- მუხლი 17. თევზის ფარშის წარმოება
- მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 19. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-20/