1. ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ3-ს.
2. ორაგულისებრთა მარცვლოვანი, ზუთხისებრთა მარცვლოვანი და პაიუსის, ზეთხისებრთა პასტერიზებული ხიზილალა და დამარილებული ქვირითი, რომელიც ლითონის ან მინის ქილებშია დაფასოებული, იწყობა ყუთებში.
3. თევზისა და თევზის პროდუქციის ფიცრის და ფანერის ყუთები პირთამდე უნდა იყოს სავსე და ტორსზე გადაკრული ჰქონდეს ფოლადის საფუთარი ლენტი ან ფოლადის მავთული.
4. გოფრირებულ მუყაოს ყუთებზე შემოჭერილი უნდა იყოს ფოლადის მავთული ან შემოკრული წებოვანი ლენტი. მარცვლოვანი ხიზილალის მუყაოს ყუთებს ორ სარტყლად აკრავენ წებოვან ლენტს.
5. მარცვლოვანი ხიზილალას ყუთებზე შემოკრული მავთულის წვერები მჭიდროდ უნდა იყოს გადაგრეხილი.
6. გაყინული თევზის ტომრები საიმედოდ უნდა იყოს გაკერილი, ხოლო თევზის კასრები – საიმედოდ დაცობილი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 244
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 244, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-244/