2. პოლიმერის აფსკის ტომრებში წინასწარ ჩაწყობილი ბანანი, ტომრის ყელის მჭიდროდ შეკვრის შემდეგ, უნდა ჩაიწყოს მუყაოს კოლოფში.
3. ბანანი გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო სექციებში ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. გადაზიდვის დროს გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვენტილაცია უნდა მოეწყოს დღე-ღამეში ორჯერ, უარყოფითი ტემპერატურისას – დღეში ერთხელ, ვენტილატორების 15 – 20 წუთის ჩართვით. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ბანანი საწყობიდან სარეფრიჟერატორო ვაგონში ჩაიტვირთება მხოლოდ ტამბურებიდან, რომლებიც თბება. ყველა შემთხვევაში, ექსპერტიზის აქტში უნდა აღინიშნოს გარე ჰაერის ტემპერატურა ბანანის ჩატვირთვის პერიოდში.
4. გადაზიდვის დასასრულს გაყვითლებული ბანანების არსებობა არ არის ნაყოფის ხარისხის გაუარესების ნიშანი