1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში.
2. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს სულ ცოტა 15 სმ სიგრძის ტარო (ტკბილი სიმინდისა – არა ნაკლებ 12 სმ), ქორფა ღია მწვანე ფოთლებით, რომლებსაც არ ეტყობა ჭკნობის ნიშნები, აქვს ყავისფერი ბუტკოს სვეტები, ნაზი გარსის მქონე, ერთმანეთს მიყრილი მკვრივი მარცვლები, მავნებელდაავადებებით დაუზიანებელი. პარტიაში დაიშვება ტაროს ზედა ნაწილში 3 სმ-მდე სიგრძეზე განუვითარებელი მარცვლების მქონე სიმინდის ტაროს არსებობა.
3. სიმინდის ტარო იწყობა ხონჩა-ყუთებში ან ფიცრის ყუთებში, რომელთა ტევადობა 12 კგ-დეა, და სადგურში შეიზიდება ვაგონის გადასაზიდად მზადყოფნისას.
4. წინასწარ, არაუმეტეს პლუს 3 გრადუსამდე გაცივებული სიმინდის ტარო, გადასაზიდად დაიშვება არა უმეტეს 6 დღის ვადით, ხოლო გაუცივებელი – არა უმეტეს 4 დღის ვადით. ტაროს ტეხვიდან დატვირთვამდე დრო არ უნდა აღემატებობეს: გაუცივებელი ტაროსთვის – 12 საათს, ხოლო წინასწარ გაცივებულისთვის – 30 საათს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 248
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 248, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-248/