1. თევზის პროდუქციის შეფუთვა უნდა ხდებოდეს მისი დაბინძურების გამომრიცხავ პირობებში.
2. შესაფუთი მასალა და ტარა.
ა) არ უნდა იწვევდეს თევზის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შეცვლას;
ბ) დამზადებული უნდა იყოს კვების პროდუქტებთან კონტაქტისათვის ნებადართული მასალისაგან;
გ) უნდა იყოს საკმარისად მდგრადი.
3. საკვები პროდუქტების შესაფუთი ტარა უნდა პასუხობდეს ნდ-ის მოთხოვნებს, ჩატარებული უნდა ჰქონდეს სანიტარიული დამუშავება (მექანიკური წმენდა, რეცხვა ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებებით, დეზინფექცია, გავლება და გაშრობა). ობის სოკოებით დაბინძურებული ტარის გამოყენება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე, ტარის განმეორებით გამოყენება. გამონაკლისია მხოლოდ ის მასალა, რომელიც ექვემდებარება სწრაფად რეცხვასა და დეზინფექციას.
4. ყინულით გაცივებული პროდუქციის შესანახად გამოყენებული ტარა უნდა უზრუნველყოფდეს მდნარი წყლის ჩამოდენას.
5. გამოუყენებელი შესაფუთი მასალა უნდა ინახებოდეს საწარმოო უბნის გარეთ ტერიტორიაზე, ამასთან, დაცული უნდა იყოს მტვრისა და დაბინძურებისაგან
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 24. შეფუთვა
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 19. თევზის გამოყვანილი და გამომშრალი პროდუქციის წარმოება
- მუხლი 20. ხიზილალის წარმოება
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
- მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
- მუხლი 28. გარემოს დაცვა
- მუხლი 29. შრომის დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-24/