1. გადმოსატვირთად განკუთვნილი აღჭურვილობა დამზადებული უნდა იყოს გასუფთავება-დეზინფექციისათვის მოსახერხებელი მასალისაგან და ყოველთვის უნდა იყოს სუფთა.
2. გადმოტვირთვისას თევზის პროდუქციის დაბინძურებისაგან დასაცავად საჭიროა, რომ:
ა) გადმოტვირთვის ოპერაცია მიმდინარეობდეს სწრაფად;
ბ) თევზის პროდუქცია დაყოვნების გარეშე განთავსებულ იქნეს დაცულ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილია შენახვის ტემპერატურული რეჟიმის პირობები, საჭიროებისას კი – ყინული;
გ) არ იქნეს გამოყენებული აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია პროდუქციის ხარისხზე გავლენის მოხდენა.
3. აუქციონების ან საბითუმო ბაზრების სათავსი, სადაც ხდება თევზის პროდუქციის გასაყიდად გამოფენა:
ა) უნდა იყოს დახურული, ხოლო მისი ჭერი და კედლები ადვილად ექვემდებარებოდეს დასუფთავება-დეზინფექციას;
ბ) უნდა იყოს წყალგაუმტარი, წყლის ჩასადენი სისტემით აღჭურვილი, ადვილად ირეცხებოდეს და დეზინფიცირდებოდეს;
გ) უნდა იყოს აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარებითა და ტუალეტებით, და მომარაგებული ხელის დასაბანი და სადეზინფექციო საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით;
დ) უნდა ჰქონდეს კარგი განათება;
ე) უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ თევზის პროდუქციის გამოსაფენად ან შესანახად; დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების შესვლა ტერიტორიაზე, რომელთა გამონაბოლქვი აირები უარყოფითად იმოქმედებს პროდუქციის ხარისხზე;
ვ) ჭურჭელი ორივე მხრიდან რეგულარულად უნდა ირეცხებოდეს სასმელი ან ზღვის სუფთა წყლით ყოველი გაყიდვის შემდეგ, საჭირო შემთხვევაში კი – დეზინფიცირდებოდეს;
ზ) უნდა ჰქონდეს მოწევის, საკვების მიღებისა და ცხოველების არსებობის ამკრძალავი აღნიშვნები;
თ) უნდა დაიხუროს, თუ ამის აუცილებლობას დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები;
ი) უნდა ჰქონდეს საიმედო წყალმომარაგების უზრუნველმყოფი მოწყობილობები წინამდებარე დოკუმენტის II თავის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
კ) უნდა ჰქონდეს თევზის პროდუქციის მიმღები უჟანგი მასალისაგან დამზადებული სპეციალური წყალგაუმტარი ზედაპირის მქონე მოწყობილობა;
ლ) უნდა ჰქონდეს თევზის პროდუქციის ინსპექციისათვის განკუთვნილი სპეციალურად აღჭურვილი ოთახი.
4. გადმოტვირთვის ან პირველი გაყიდვის შემდეგ პროდუქცია დაუყოვნებლად უნდა იქნეს მიწოდებული დანიშნულების ადგილზე წინამდებარე დოკუმენტის 24-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
5. თუ შეუძლებელია დანიშნულების ადგილზე პროდუქციის დაუყოვნებლივ მიწოდება, მაშინ გაყიდვის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი ზომების სამაცივრო სათავსები თევზის პროდუქციის ნდ-ის მოთხოვნების შესაბამის პირობებში შესანახად
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
- მუხლი 28. გარემოს დაცვა
- მუხლი 29. შრომის დაცვა
- მუხლი 31. პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესები
- მუხლი 32. საყოფაცხოვრებო სათავსები
- მუხლი 33. მღრღნელებთან და მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-27/