1. თევზის გადამამუშავებელ საწარმოსა და გემებზე დაუშვებელია მღრღნელებისა და მწერების არსებობა. მათი გაჩენის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად უნდა ხდებოდეს სათანადო სპეციალური საშუალებებით სათავსების დამუშავება.
2. ლუქები და სავენტილაციო ხვრელები უნდა დაიხუროს ლითონის ცხაურებიანი სახურავით ან რკინის ფურცლებით.
3. მღრღნელების გაჩენის თავიდან ასაცილებლად იატაკის ნაპრალები, ჭერის ხვრელები, სივრცეები მექანიკურ გაყვანილობათა ირგვლივ უნდა ამოივსოს ცემენტით, ლითონის ფირფიტებით ან აგურით.
4. ზაფხულში ფანჯრებისა და კარებების ქუჩისაკენ მიმართული ღიობები დაცული უნდა იყოს ბადეებით. ბუზების მოსასპობად საჭიროა წებოვანი ქაღალდების გამოყენება.
5. სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის ორგანოებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე და მის შემდეგ საჭიროა მაცივრის ყველა სათავსის სრულყოფილი დასუფთავება