1. საწარმოში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:
ა) ხარისხიანი პროდუქციის გამოშვებისათვის საჭირო პირობები;
ბ) მომუშავეთა სამედიცინო შემოწმების დროულად ჩატარების ორგანიზება;
გ) ყველა საამქრო პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებითა და ხელის კანის მოვლის საშუალებებით;
დ) თითოეული მუშაკი სანიტარიული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ხელთათმანების სამი კომპლექტით;
ე) სანიტარიული ტანსაცმლის გაცვეთის შესაბამისად შეკეთება ან შეცვლა, ცენტრალიზებული რეცხვა (სანიტარიული ტანსაცმლის ინდივიდუალური რეცხვა სახლის პირობებში კატეგორიულად აკრძალულია).
ვ) პროდუქციის დაფასოებითა და ინსპექტირებით დაკავებულ მუშაკთა მომარაგება ოთხფენიანი მარლის ნიღბებით, რეზინის ხელთათმანებითა და წინსაფრებით, რომლებიც ექვემდებარება ყოველი ცვლის შემდეგ სანიტარიულ დამუშავებას.
ზ) დასალაგებელი ინვენტარის, სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებებისა და ხელსახოცების საჭირო რაოდენობით მომარაგება;
თ) საამქროში მემანიკიურის შტატის დაშვება;
ი) სადეზინფექიო-სადერატიზაციო სამუშაოების ჩამტარებელ ორგანოებთან ხელშეკრულების გაფორმება;
კ) ყველა მუშაკის პირადი სანიტარიული წიგნაკებით, საამქროებისა კი – სანიტარიული ჟურნალებით მომარაგება.
2. ადმინისტრაცია ვალდებულია კვების პროდუქტებთან კოტაქტში მყოფ თითოეულ მუშაკს გააცნოს წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები.
დანართი 1
წყალმომარაგების საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლის
ჟურნალი

––––––––––––––––––––––დან –––––––––––––––––––– მდე
(რიცხვი, თვე, წელი)              (რიცხვი, თვე, წელი)

სინჯე-ბის აღების თარი-ღი,დრო
სინჯე-ბის აღე-ბის ადგი-ლი
მიკრო-ორგანიზ-მების
რიცხვი
1 სმ3-ში
ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერი-ების რიცხვი წყლის
1 დმ3-ში
მეზოფი-ლური კლოსტ-რიდიების სპორების რაოდე-ნობა 100 სმ3-ში
ნარჩენი ქლორის შემცვე-ლობა
მგ/დმ3-ში
ორგანოლეპ-ტიკური თვისებები (სუნი, გემო, შეფერილო-ბა, შემღვრე-ვა, და ა.შ.)
ქიმიური ნივთიერე-ბების კონცენტ-რაცია (საერთო სიმკვრივე, ტყვიის, დარიშხანის,ფთორის,სპი-ლენძის, თუ-თიისა და სხვ. შემცველობა) მგ/დმ3-ში
დასკვ-ნა
ღონის-ძიებები
მიკრობიო-ლოგისა და ქიმიკოსის ხელმოწე-რებ