1. თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს პირადი და შრომის ჰიგიენის წესებს.
2. თითოეული მუშაკი პასუხისმგებელია თავისი სამუშაო ადგილის მდგომარეობასა და სანიტარიული მოთხოვნების შესრულებაზე.
3. საწარმოს თითოეული მუშაკი ჩაცმული უნდა იყოს სუფთა სანიტარიულ ან სპეციალურ ტანსაცმელში, თმები დაფარული ჰქონდეს თავსაბურავით.
4. სანიტარიული ტანსაცმელი დამზადებული უნდა იყოს ღია ფერის მასალისაგან და ჰქონდეს საამქროს განმასხვავებელი ნიშანდება. ფეხსაცმელი კი გათვლილი უნდა იყოს მრავალჯერადი დეზინფექციისათვის.
5. დაფეშხოების საამქროს მუშაკთა სანიტარიული ტანსაცმლის კომპლექტი უნდა შედგებოდეს: თავსაბურავის, ბამბის ქსოვილის ხალათის, რეზინის ჩექმების, რეზინისმაგვარი ქსოვილის წინსაფრის, ბამბის ქსოვილისა და რეზინის ხელთათმანებისაგან.
6. დაფასოებისა და შეფუთვის საამქროს მუშაკების სანიტარიული ტანსაცმლის კომპლექტი უნდა შედგებოდეს: თავსაბურავი, ბამბის ქსოვილის ხალათის ან ქურთუკის, ბამბის ქსოვილის შარვლის, ტყავის ჩუსტების, ოთხფენიანი მარლის დოლბანდისა და ინდივიდუალური ხელსახოცისაგან.
7. მომუშავეებმა სანიტარიული ტანსაცმელი უნდა ატარონ მხოლოდ მუშაობის დროს, დაუშვებელია ზემოდან სხვა ზედა ტანსაცმლის ჩაცმა.
8. დაუშვებელია სანტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავით, ნემსით ან გულავკით. აკრძალულლია საამქროში პირადი ტუალეტისა და სხვა გარეშე საგნების შეტანა.
9. თევზის გადამუშავებითა და მომზადებით დაკავებული მუშები სამუშაოს დაწყების წინ და შემდგომ ყოველ ჯერზე მუშაობის განახლებისას უნდა იბანდნენ ხელებს. ჭრილობები ხელზე შეხვეული უნდა იქნეს წყალგაუმტარი ნახვევით. მუშაკები დაჩირქებული ჭრილობებით სამუშაოზე არ დაიშვებიან.
10. საკონსერვო, ხიზილალის, კულინარიული და მცირედ დაფასოების საამქროს მუშაკები სამუშაოს დაწყებისას და თვით მუშაობის პროცესში არანაკლებ ორჯერ უნდა იბანდნენ ხელებს და იტარებდნენ დეზინფექციას. სავალდებულოა ხელების დაბანა საპირფარეშოთი სარგებლობის შემდგომ. დაუშვებელია ფრჩხილების ლაქით დაფარვა. ხელზე ჭრილობები შეხვეული უნდა იქნეს წყალგაუმტარი ნახვევით, ხოლო ჩირქოვანი ინფექციის არსებობისას კი მომუშავეები დროებით უნდა გაათავისუფლონ აღნიშნული სამუშაოს შესრულებისაგან.
11. მუშაკები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კანის მოვლის დაცვითი და პროფილქტიკური საშუალებებით:
ა) დაფეშხოებისა და დაფასოების საამქროთა მუშაკებმა ცვლაში არანაკლებ ორჯერ უნდა დაიმუშაონ ხელები ქლორამინის 0,1%-იანი ან სხვა ნებადართული სადეზინფექიო ხსნარის საშუალებით, ხოლო ჩირქოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით კი დაიმუშაონ ხელები კალიუმპერმანგანატის ხსნარითა (1გ ნივთიერება 10ლ წყალზე) და სხვა სპეციალური საშუალებებით.
12. დაფასოების განყოფილების თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირდი პირსახოცებით, აგრეთვე სასწორებისა და მაგიდების გსაწმენდი ხელსახოცებით. მუშაობის პროცესში გამოყენებული ხელსახოცები უნდა შეიცვალოს დაბინძურების ხარისხის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ორჯერ ცვლაში. ხელსახოცების რეცხვა-დეზინფექცია უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებული წესით სპეციალურ სათავსში.
13. საზოგადოებრივ, ადმინისტრაციულ სათავსებში, აგრეთვე საპირფარეშოში შესვლის წინ საჭიროა სანიტარიული ტანსაცმლის გახდა. საწარმოო საამქროში შესვლის წინ კი საჭიროა ფეხსაცმელების გულმოდგინედ დამუშავება (სადეზინფექციო ფეხსაგები, ტევადობა სადეზინფექციო ხსნარით).
14. დეზინფექცია-დერატიზაციის საშუალებებთან სამუშაოზე მუშაკები დაიშვებიან მხოლოდ მათი გამოყენების წესების გაცნობის შემდეგ. ამ საშუალებების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს პროდუქციის დაბინძურების ყოველგვარი რისკი.
15. კანის ჩირქოვანი დაზიანებების მქონე პირთა გამოსავლენად წარმოების მედმუშაკის მიერ ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს მომუშავეთა ხელების გასინჯვა სპეციალურ ჟურნალში ჩანაწერების გაკეთებით. საწარმოს მედმუშაკის შტატის არარსებობისას აღნიშნული პროცედურა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილი და შესაბამისად ინსტრუქტირებული მუშაკის მიერ.
16. საამქროს მომუშავეთა მიერ პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესების დაცვაზე მუდმივ კონტროლს უნდა ახორციელებდეს ტექნოლოგი, ოსტატი ან საამქროს სანიტარიული პოსტი.
17. სამუშაო და პროდუქციის შესანახ სათავსებში დაუშვებელია მოწევა, სასმელისა და საკვების მიღება.
18. კვება დაიშვება მხოლოდ ბუფეტში, სასადილოში ან სპეციალურად გამოყოფილ სათავსში.
19. სამუშაოს დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილი სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში ჩაბარებულ უნდა იქნეს საამქროს ოსტატის, ხოლო სპეცტანსაცმელი კი – მათ შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
20. ზეინკალ-ელექტროშემკეთებლები, ამწყობები, საწარმოო და სასაწყობე სათავსებში სასარემოტო სამუშაებით დაკავებული სხვა მუშაკები ვალდებული არიან იცავდნენ პირადი ჰიგიენის წესებს და ახორციელებდნენ მზა პროდუქციაში, ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებში გარეშე საგნების მოხვედრის პროფილქტიკურ ღონისძიებებს
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 31. პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესები
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0,1%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
- მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
- მუხლი 28. გარემოს დაცვა
- მუხლი 29. შრომის დაცვა
- მუხლი 32. საყოფაცხოვრებო სათავსები
- მუხლი 33. მღრღნელებთან და მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები
- მუხლი 34. პასუხისმგებლობა და კონტროლი წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების შესრულებაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-31/