1. თევზის ნედლეულის სამრეწველო გადამუშავებისას საჭიროა გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.
2. საწარმოთა პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოზე ზღვრულად დასაშვები დატვირთვები და მავნე ნარჩენებით შესაძლო დაბინძურების პროფილაქტიკური ღონისძიებები (გაუვნებელყოფა, უტილიზაცია, მცირენარჩენიანი და უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვა და ა. შ.).
3. საწარმოო ნაგებობებისა და ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია უნდა წარმოებდეს პროექტების (ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების მიერ დამტკიცებული) მკაცრი დაცვით.
4. საწარმოს ტერიტორიის თავისუფალი უბნები პერიმეტრის გასწვრივ უნდა გამწვანდეს ხე-ბუჩქოვანი ნარგავებით.
5. საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების წყალშემკრებები უნდა იყოს განცალკევებული და ჩართული ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში, ან ჰქონდეს საკუთარი გამწმენდი ნაგებობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ნახმარი წყლების ჩაშვების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებას „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ”. წყალსატევებში ნახმარი წყლების ჩაშვება შესაბამისი გასუფთავება-გაუვნებლობის გარეშე დაუშვებელია.
6. თევზის ჩაბარების შემდეგ გამწმენდ ნაგებობებში ნახმარი წყლების ამოტუმბვა და გემის სანიტარიული დამუშავება უნდა ხდებოდეს სპეციალურად აღჭურვილ ნავმისადგომზე.
7. ვენტილაციის სისტემები არ უნდა აბინძურებდეს საჰაერო გარემოს კვამლითა და მავნე აირებით.
8. საკვამლე გენერატორებისა და შესაბოლი საამქროს სათავსებიდან კვამლის გამოსადევნად გათვალისწინებული უნდა იყოს მექანიკურ აღმძრავიანი გამწოვი ვენტილაცია, ხოლო მომიჯნავე სათავსებში კვამლისა და აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად კი – ჰაერის ღიობები. მავნე მინარევების შემცველი გამონაბოლქვები ატმოსფერულ ჰაერში გაშვებამდე უნდა გაიწმინდოს. ჰაერგამტარების ზედაპირებზე ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 450C-ს
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 28. გარემოს დაცვა
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
- მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
- მუხლი 29. შრომის დაცვა
- მუხლი 31. პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესები
- მუხლი 32. საყოფაცხოვრებო სათავსები
- მუხლი 33. მღრღნელებთან და მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები
- მუხლი 34. პასუხისმგებლობა და კონტროლი წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების შესრულებაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-28/