1. საწარმოებში, საამქროებში, უბნებში, თითოეულ სამუშაო ადგილზე შრომის დაცვა უნდა შეადგენდეს საწარმოო პროცესის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს.
2. საწარმოს მიკროკლიმატი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანებით „ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი” დამტკიცებული დოკუმენტის მოთხოვნებს.
3. საწარმოო სათავსებისა და ტერიტორიის სამუშაო ადგილებზე ხმაურის დონე უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებას “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ”.
4. სამუშაო ზედაპირების განათებულობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და სათავსის დანიშნულებისაგან დამოკიდებულებით შეადგენდეს 200-400 ლქ-ს.
5. გაუთბობელი და ხელოვნურად ცივი სათავსების ზემოთ მდებარე იატაკი ისე უნდა დათბუნდეს, რომ მისი და სათავსის ჰაერის ტემპერატურების სხვაობა არ აღემატებოდეს 2,50C-ს, ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაერის სავენტილაციო ფენაც.
6. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიური პროცესების გამო იატაკი მუდმივად სველდება, სამუშაო ადგილები უნდა აღიჭურვოს ფეხსადგამი ცხაურებით, იატაკების გარეთა კედლებთან შეერთების ადგილები კი – დათბუნდეს.
7. ხელოვნური ვენტილაციისას არ შეიძლება სამუშაო ადგილებზე ორპირი ქარისა და ჰაერის სწრაფი გაცივების დაშვება.
8. მნიშვნელოვანი რაოდენობით სითბოსგამომყოფ საამქროებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაერის კონდიცირება.
9. სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული ნივთიერებისათვის დადგენილ ზდკ-ს.
10. კატამინი და კატაპოლი შეფუთული სახით უნდა ინახებოდეს დახურულ სათავსებში განთავსებულ 100-200 დმ3 ტევადობის უჟანგავი ფოლადის კასრებში ნდ-ის შესაბამისად.
11. კატაპოლისა და კატამინის განუზავებელ ხსნარებთან (500გ/დმ3 კონცენტრაციის) მომუშავევები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ რეზინისმაგვარი ქსოვილის წინსაფრებით, რეზინის ხელთათმანებითა და სათვალეებით. კანსა და თვალებზე ხსნარის მოხვედრისას საჭიროა მათი წყლით ჩამობანა.
12. პირებს, რომლებიც განიცდიან არახელსაყრელი საწარმოო ფაქტორების ზემოქმედებას, უნდა ჩაუტარდეს წინასწარი (სამუშაოზე მიღებისას) და პერიოდული სამედიცინო შემოწმება
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 29. შრომის დაცვა
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
- მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
- მუხლი 28. გარემოს დაცვა
- მუხლი 31. პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესები
- მუხლი 32. საყოფაცხოვრებო სათავსები
- მუხლი 33. მღრღნელებთან და მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები
- მუხლი 34. პასუხისმგებლობა და კონტროლი წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების შესრულებაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-29/