1. თევზის პროდუქციის შენახვისა და მიწოდების ვადები განისაზღვრება მოცემული სახის პროდუქციისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით და მიეთითება თანმხლებ დოკუმენტში.
2. გაყინული პროდუქცია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს –180C ტემპერატურაზე. მისი მიწოდების პერიოდში დაიშვება ტემპერატურის ხანმოკლე მერყეობა – არა უმეტეს 30C-ით მომატების მხრივ.
3. დაუშვებელია თევზის პროდუქციის შენახვა და ტრანსპორტირება მისი ხარისხის გამაუარესებელ სხვა სახეობის პროდუქციასთან ერთად.
4. ყინულის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მდნარი წყლის სრულად მოცილების საშუალებები, რათა გამოირიცხოს მისი მოხვედრა პროდუქციაზე. სატრანსპორტო საშუალების შიგა ზედაპირი დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომ უარყოფითად არ მოქმედებდეს თევზის პროდუქცის ხარისხზე, იყოს გლუვი და ადვილად ექვემდებარებოდეს რეცხვა-დეზინფექციას.
5. თევზის პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება სხვა სახის პროდუქციის გადასატანად არ შეიძლება. გამონაკლის შემთხვევებში მათი გამოყენება დაიშვება მხოლოდ გულმოდგინედ გასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ.
6. ცოცხალი თევზის გადასატანი ტრანსპორტი აღჭურვილი უნდა იყოს მისი ხარისხის შემანარჩუნებელი იზოთერმული ცისტერნებით, კონტეინერული დანადგარებით ან სხვა საშუალებებით.
7. ცისტერნები, კონტეინერები და სხვა ტევადობები გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს, დეზინფიცირდეს ქლორიანი კირის 3%-იანი ხსნარით ან სხვა საშუალებებით, შემდეგ კვლავ გაირეცხოს და გაივსოს წყლით.
8. ცოცხალი თევზის ავტოტრანსპორტით გადასატანად განკუთვნილი წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მავნე მინარევების გარეშე. დასაშვებია ცოცხალი თევზის ტრანსპორტირება წყალსადენის ქლორშემცველი წყლით წინასწარ 30-50 წთ-ის განმავლობაში განიავების შემდეგ.
9. მძღოლი და ექსპედიტორი ვალდებული არიან თან იქონიონ სანიტარიული წიგნაკი და სუფთა ხალათი
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 26. შენახვა და ტრანსპორტირება
თავი III — სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა თევზის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 3%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. ხიზილალის წარმოება
- მუხლი 21. თევზის ქონის, ვიტამინების, ჰიდროლიზატებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის წარმოება
- მუხლი 22. საწარმოო პირობებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა და კონტროლი
- მუხლი 23. მოთხოვნები თევზის პროდუქციაზე პარაზიტების არსებობისას
- მუხლი 24. შეფუთვა
- მუხლი 25. ნიშანდება
- მუხლი 27. მოთხოვნები თევზის პროდუქციის გადმოტვირთვისა და საბითუმო ვაჭრობისადმი
- მუხლი 28. გარემოს დაცვა
- მუხლი 29. შრომის დაცვა
- მუხლი 31. პირადი და პროფესიული ჰიგიენის წესები
- მუხლი 32. საყოფაცხოვრებო სათავსები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-26/