1. დამარილებული პროდუქციის წარმოებაში გამოსაყენებელი ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
2. დასამარილებელი ტევადობა, ინვენტარი და აღჭურვილობა უნდა მუშავდებოდეს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით.
3. ყოველი გადმოტვირთვის შემდეგ კოდები, აბაზანები და ინვენტარი გულმოდგინედ უნდა გასუფთავდეს მარილწყლის, ცხიმისა და სხვა ნარჩენებისაგან, ამასთან, უნდა შემოწმდეს მათი წყალგაუმტარობა.
4. დამარილების საამქროს მთელი ინვენტარი (ურიკები, ყუთები, საზიდრები) უნდა იყოს ნიშანდებული და ირეცხებოდეს ყოველდღიურად, ხოლო კვირაში ერთხელ უტარდებოდეს დეზინფექცია.
5. მიწაში ჩაფლული დამარილებისა და გაყინვის კოდების კედლები იატაკის ზედაპირზე უნდა ამოდიოდეს არანაკლებ 50 სმ სიმაღლეზე.
6. კოდების ფსკერს უნდა ჰქონდეს დახრილობა სპეციალური ხვრელისაკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენი მარილწყლისა და ნახმარი წყლების სრულად გადაღვრა.
7. კოდებში თევზის დამარილებითა და გადმოტვირთვით დაკავებული მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ფეხსაცმელებით, კომბინეზონებით, სუფთა ხელთათმანებით, სახელურებით და სარგებლობდნენ დამარილების საამქროს ნიშანდებული ინვენტარით, რომელიც ექვემდებარება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შენახვას.
8. თევზის გადმოტვირთვის შემდგომ კოდებში დარჩენილი მარილწყალი, თუ არა აქვს გაფუჭების სუნი და მისი მჟავიანობა არ აღემატება 2-3 ერთეულს, გაფილტვრის შემდეგ ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე შეიძლება განმეორებით იქნეს გამოყენებული წარმოებაში.
9. კოდების წნეხები უნდა იყოს დამზადებული მარილგამძლე მასალისაგან, მოსახერხებელი გასუფთავება-დეზინფექციისათვის, ჰქონდეს სახელურები და იწონიდეს არა უმეტეს 20 კგ-ს. აკრძალულია წნეხის სახით მარილიანი ტომრების ან სხვა ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომელიც არ პასუხობს სანიტარიულ მოთხოვნებს.
10. გაყინვის, დამარილებისა და ჩალბობისათვის განკუთვნილ ტევადობებთან მიყვანილი უნდა იქნეს ცივი და ცხელი წყალმომარაგების ონკანები შემრევებით.
11. ტევადობების ჩამოსაცლელი მილი აღჭურვილი უნდა იყოს ჩამკეტი არმატურით.
12. თევზის დასამარილებლად გამოყენებულ უნდა იქნეს კოროზია-მედეგი ლითონის ან პოლიმერული მასალისაგან დამზადებული კონტეინერები.
13. თევზის დამარილებისას მარილწყლის გასუფთავება, გაციება და გაძლიერება უნდა ხორციელდებოდეს ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად.
14. გამლღვალი, გარეცხილი და დამარილებული თევზის ჩამოსადენი სტელაჟები განლაგებული უნდა იყოს იატაკიდან არანაკლებ 40 სმ-ით დაშორებულ სიმაღლეზე
თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2003
მუხლი 13. დამარილებული პროდუქციის წარმოება
თავი II — ზოგადი მოთხოვნები თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ჰიგიენური მოთხოვნები ტერიტორიისა და საწარმოო სათავსებისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები აღჭურვილობის, ინვენტარისა და ტარისადმი
- მუხლი 9. დამხმარე მასალა და ყინული
- მუხლი 10. საბადური
- მუხლი 11. თევზის მიღებისა და დამუშავების საამქროები
- მუხლი 12. თევზის ყინულით დამუშავება
- მუხლი 14. საპრესერვო წარმოება
- მუხლი 15. კონსერვების წარმოება
- მუხლი 16. კულინარიული წარმოება
- მუხლი 17. თევზის ფარშის წარმოება
- მუხლი 18. შებოლილი პროდუქციის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თევზის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის სანიტარული წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №305/ნ, 27.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.208 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56968/muxli-13/