2. მცირე სიმძლავრის თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს განეკუთვნება საწარმოები 300 კგ-მდე დღე-ღამური წარმადობით.
3. მცირე სიმძლავრის საწარმოს მთლიანი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250მ2-ს, რომლის 75-80% უჭირავს საწარმოო საამქროებს.
4. თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ყველა საამქროში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს სანიტარიული დღეები, რომელთა გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს საწარმოს ლაბორატორიასთან და მტკიცდებოდეს ხელმძღვანელის მიერ. საწარმოში არასახარბიელო სანიტარიული მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში.
5. თევზის პროდუქცია უსაფრთხოების მაჩვენებლებითა და მათი ზღვრული მნიშვნელობებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტს “ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი”.
6. ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, დამხმარე მასალისა და მზა პროდუქციის სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური კონტროლი უნდა წარმოებდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
7. ნედლეულს, ნახევარფაბრიკატებს, მზა პროდუქციასა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის სანიტარიულ მდგომარეობას ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ვიზუალური კონტროლი.
8. კონსერვის, პრესერვის, ნაკლებად მარილიანი პროდუქციის (მარილის 5%-ზე დაბალი შემცველობით), ხიზილალას, მოხარშულ-გაყინული პროდუქციის გამომმუშავებელი საწარმოებს უნდა გააჩნდეთ საწარმოო ლაბორატორია სპეციალისტ-მიკრობიოლოგის აუცილებელი შტატით ან ჰქონდეთ გაფორმებული ხელშეკრულება აკრედიტებულ ლაბორატორიასთან