1. ხორცის მრეწველობის საწარმოები უზრუნველყოფილნი უნდა იქნენ საკვები პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის, შესაფუთი და დამხმარე მასალების შესანახი სასაწყობო სათავსების საკმარისი რაოდენობით. იმ დამხმარე მასალებისათვის, რომელთა შენახვა დაუშვებელია საკვებ ნედლეულთან ერთად, უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული სასაწყობო სათავსები.
2. საკვები ნედლეულისა და დამხმარე მასალების შენახვისას გამოყენებულ უნდა იქნეს სტელაჟები, თაროები; ნედლეულისა და დამხმარე მასალის დაწყობა უშუალოდ იატაკზე დაუშვებელია.
3. დასამარილებელ ჩანებში ხორცის გადანაჭრების ჩაწყობა – ამოღებისას, მუშებს ფეხსაცმელზე შემოცმული უნდა ჰქონდეთ ბრეზენტის დამცავი წინდები.
4. ყველა სასაწყობო სათავსი სისტემატურად უნდა დალაგდეს. იატაკები, კედლები, ჭერი, სტელაჟები უნდა გაირეცხოს და გაუკეთდეს დეზინფექცია საჭიროების მიხედვით. სასაწყობო სათავსებში უნდა ჩატარდეს ღონისძიებები მღრღნელების გასანადგურებლად.
5. საწვავი, ტარა, სამშენებლო მასალა უნდა ინახებოდეს საწყობებში, ფარდულებქვეშ ან სპეციალურად გამოყოფილ გადახურულ ადგილებში.
6. მაცივრების მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს „კვების მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №304/ნ ბრძანებით დადგენილ წესებს.
7. ხორცისა და ხორცპროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ავტორეფრეჟატორებით, აგრეთვე საყინულე კამერების რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტით.
8. ხორცისა და ხორცპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, სუფთა და ჰქონდეს სანიტარიული პასპორტი.
9. პროდუქციის ჩატვირთვისას საწარმოოს ვეტერინარმა სპეციალისტმა უნდა დაათვალიეროს ტრანსპორტი და თუ ის აკმაყოფილებს სანიტარიული წესების მოთხოვნებს, იძლევა ხორცის პროდუქტების გადასაზიდად ტრანსპორტის გამოყენების ნებართვას, თან უნდა გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა საგზურში.
10. ხორცისა და ხორცპროდუქტების გადაზიდვა მზა ხორცპროდუქტებთან ერთად აკრძალულია. პროდუქტების გადატანა ტარის გარეშე დაუშვებელია. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის დაუშვებელია იმ მანქანების გაურეცხავად გამოყენება, რომლითაც გადატანილ იქნა მზა ხორცის პროდუქტები.
11. ყოველდღიურად, გადატვირთვის დამთავრების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჩაუტარდეთ სანიტარიული დამუშავება.
12. ხორცის პროდუქციის გადაზიდვაში მონაწილე პირებს (მტვირთავი, ექსპედიტორი) უნდა ჰქონდეთ პირადი სანიტარიული წიგნაკები, რომელშიც აღინიშნება მათ მიერ სამედიცინო შემოწმების გავლისა და სამედიცინო მინიმუმის ჩაბარების შესახებ. ეს მუშაკები საწარმომ უნდა უზრუნველყოს სანიტარიული სპეცტანსაცმლით.
13. პროდუქციის მიმღებისაგან უკან დაბრუნებული ტარა უნდა იყოს სუფთა, რომელსაც დამატებით ჩაუტარდება ხორცის მრეწველობის საწარმოებში სანიტარიული დამუშავებ