1. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსო, მისი ტევადობა, დაშორება საწარმოო და სასაწყობე შენობებისგან და სხვა მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსოს იატაკი უნდა იყოს სწორი და არასრიალა ზედაპირის მქონე.
3. ამიაკით შევსებული ავზების შესანახ სათავსოს უნდა გააჩნდეს ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაცია.
4. ამიაკით შევსებული ავზების შესანახი სათავსო უნდა მდებარეობდეს მეხდაცვის ზონაში და უზრუნველყოფილი იყოს ხანძარსაქრობი საშუალებებით.
5. ამიაკით შევსებული ავზები, მასზე ჩამოცმული ბუნიკებით, უნდა ინახებოდეს პასპორტში/ინსტრუქციაში მითითებული ინსტრუქციის და/ან შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამიაკის ავზების შესანახი საწყობის გარედან განთავსებული უნდა იყოს მაფრთხილებელი ნიშნები, მათ შორის: „საშიშია“, „მოწევა აკრძალულია“, „ადვილად აალებადი“ და ა.შ.
7. ამიაკის ავზების შეფერილობა და მათზე განთავსებული წარწერები უნდა განისაზღვროს შესაბამისი საქართველოს სტანდარტის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. ამიაკის ავზების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ამიაკის ავზების შესანახ სპეციალურ საწყობში.
9. რესივერები,რომლებიც განკუთვნილია ამიაკის შესანახად და საწარმოების ამიაკით მომარაგებისათვის, დაცული უნდა იყოს ნალექებისგან და მზის სხივებისგან.
10. რესივერებს უნდა გააჩნდეთ სითხის დონის ვიზუალური მაჩვენებლები, მანომეტრები, დამცავი სარქველები და მათგან ჩამოსასხმელი მილსადენები.
11. საცავის ცალკეული ჭურჭლების შევსება უნდა განხორციელდეს მისი პასპორტის/ინსტრუქციის მიხედვი