1. გაზსავსები სადგურის ტერიტორია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულების მიხედვით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები (სათავსები) და ნაგებობანი:

საწარმოო ზონაში:

ა) რკინიგზის ხაზი ესტაკადითა და რკინიგზის ცისტერნებიდან გაზის რეზერვუარებში ჩამოსასხმელი მოწყობილობით;

ბ) შესანახი ბაზა რეზერვუარებით;

გ) სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება;

დ) საორთქლებელი განყოფილება;

ე) შევსების საამქრო;

ვ) ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილება;

ზ) ბალონების შეღებვის განყოფილება;

თ) ავტოცისტერნების გაზით შესავსები სვეტები, სვეტები ავტოცისტერნებიდან გაზის დაცლისათვის, როდესაც გაზსავსები სადგური გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მარაგდება ავტოტრანსპორტითა და გაზბალონიანი ავტომანაქანების გასამართი სვეტები;

ი) თბომცვლელი დანადგარები გაზის შეთბობისათვის;

კ) რეზერვუარები ბალონებიდან აუორთქლებელი გაზის, გადავსებული და დაზიანებული ბალონებიდან ჩამოსხმული გაზის დასაცლელად;

ლ) ბალონების რკინიგზისპირა საწყობი.

2. დამხმარე ზონაში:

ა) დამხმარე დანიშნულების საამქრო ადმინისტრაციულ-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სათავსებით, ლაბორატორიებით, სატუმბებით, მექანიკური სახელოსნოთი მოწყობილობის, ბალონებისა და ვენტილების შესაკეთებლად, სააკუმულატოროთი და ა.შ.

ბ) საქვაბე;

გ) სატრანსფორმატორო ქვესადგური;

დ) სამარაგო წყლის რეზერვუარები ხანძრის ჩაქრობისათვის;

ე) წყალდასაწნევი კოშკი;

ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები;

ზ) შენობა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისათვის;

თ) ავტომობილების ღია სადგომი;

ი) ავტომობილების სარეცხი მოედანი ან დანადგარი;

კ) ტექნიკური კონტროლის პუნქტი.

3. მინიმალური მანძილი, გაზსავსებ სადგურში განლაგებული განთხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობამდე, რომლებიც არ ეკუთვნის სადგურს, შერჩეული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვი