1. გაზსავსები სადგურის ტერიტორია უნდა შემოკავდეს უწვავი, განიავებადი ღობით, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. საწარმოო და დამხმარე ზონები, აგრეთვე ავტომეურნეობის განლაგების უბანი უნდა გამოცალკევდეს უწვავი მასალისგან დამზადებული კონსტრუქციებით.

3. გაზსავსები სადგურის ტერიტორიის დაგეგმარებამ უნდა გამორიცხოს გაზის შეგროვების (შეგუების ზონების) წარმოქმნა და წყალსაწრეტ სისტემასთან ერთად უზრუნველყოს ტერიტორიის დაცვა ნიაღვრებისა და მდნარი წყლებისაგან.

4. გაზსავსები სადგურის ტერიტორიის, მისასვლელის და შიგასამოედნო გზების დაგეგმარება უნდა შესრულდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. გაზსავსები სადგურის რკინიგზის ხაზები, გაზის ჩამოსხმის ადგილებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰორიზონტალური ან არა უმეტეს 2,5% დაქანების მქონე უბნების სახით. რკინიგზის შემადგენლობის გადასახსნელად, ჩიხის მხრიდან, დამატებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს რკინიგზის ხაზის სწორი მონაკვეთი. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

6. გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე გზის შესვლამდე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტომანქანების მოსაბრუნებელი და დასაყენებელი მოედანი.

7. ავტოცისტერნების შესავსებსა და გაზბალონიანი ავტომანქანების გასამართ სვეტებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასასვლელი. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

8. სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებზე განლაგებული გაზსავსები სადგურისთვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეგაზიფიკაციის დანადგარისათვის აუცილებელია გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე ერთი შესასვლელის გათვალისწინება.

9. სატრანსპორტო ნაგებობები გაზსავსები სადგურის შიგა გზებზე უნდა აიგოს უწვავი მასალისაგან.

10. გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისას, ამ რეგლამენტის მოთხოვნათა გარდა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.

11. სატუმბ-საკომპრესორო განყოფილება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე შენობაში.

12. შევსების საამქროს შენობაში შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) ბალონების შევსების განყოფილება - დაცლის, შევსების, ბალონების ჰერმეტულობასა და შევსებაზე შემოწმების მოწყობილობით;

ბ) ბალონების დეგაზაციის განყოფილება;

გ) ბალონების დატვირთვა-ჩამოტვირთვის ბაქანი.

13. ბალონების ტექნიკური შემოწმების განყოფილებისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს მოედანი იმ ბალონების დატვირთვა-ჩატვირთვისათვის, რომლებიც შემოაქვთ ტექნიკური შემოწმებისათვის.

14. ბალონების სამღებრო განყოფილება, როგორც წესი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბლოკში ტექნიკური შემოწმების განყოფილებასთან.

15. სატუმბ-საკომპრესორო და შევსების განყოფილებათა სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცეცხლმაქრები.

16. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნები სავსე და ცარიელი ბალონების განსალაგებლად გათვალისიწნებულ უნდა იქნეს უშუალოდ შევსების განყოფილებაზე მიშენებით. მოედნის ზომები გასასვლელების ჩათვლით უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

17. დატვირთვა-ჩამოტვირთვის მოედნის ზემოთ გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის ფარდული, პერიმეტრზე (საჭიროებისას) ღობე, რომელიც უზრუნველყოფს მისი ტერიტორიის განიავებას.

18. იატაკები გათვალისწინებულ უნდა იქნეს უწვავი მასალის საფარით, რომელიც არ წარმოქმნის ნაპერწკლებ