1. ახალი გაზსადენის მოქმედთან მიერთების ხერხს შეარჩევს გაზის მიმწოდებელი ან მისი ფუნქციების შემსრულებელი საწარმო.
2. აკრძალულია ექსპლოატაციაში მიუღებელი ახლად აშენებული გაზსადენებისა და გაზმომხმარებელი ობიექტების მიერთება მოქმედ გაზსადენთან.
3. გაზის გაშვების წინ ობიექტებზე, რომლებიც მიღებულია ექსპლოატაციაში, მაგრამ არ ფუნქციონირებს, უკანასკნელი გამოცდის დღიდან 6 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ახლად აშენებული გაზსადენების ნორმებით გაზსადენების განმეორებითი გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე, შემოწმდეს ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის დანადგარების მუშაობა, საკვამლე და სავენტილაციო სისტემების მდგომარეობა, გაზის მოწყობილობის, არმატურის, საზომ და ავტომატიზაციის საშუალებათა კომპლექტურობა და გამართულობა.
4. მოქმედ გაზსადენთან ახლად აშენებული გაზსადენებისა და ობიექტების მიერთება წარმოებს მხოლოდ ამ გაზსადენებსა და ობიექტებში გაზის გაშვების წინ. მოქმედ გაზსადენებთან ახლად აშენებული გაზსადენების, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტების, დანადგარებისა და განშტოების (შემყვანების) მიერთებამდე თითოეული მისაერთებელი გაზსადენის ბოლოში უნდა დაიდგას სახშობი. თუ მისაერთებელი გაზსადენის ბოლოს დაყენებულია გამომრთველი მოწყობილობა, სახშობი იდგმება მის შემდეგ. გარდა ამისა, შენობაში შემყვანები მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე უნდა განცალკევდეს შიგა გაზსადენებისაგან. მიერთების (შედუღების) ადგილები (პირაპირები) უნდა გამოიცადოს ჰერმეტულობაზე მუშა წნევით, ხელსაწყოთი ან საპნის ემულსიით.
5. გაზით ჭრა და შედუღება მოქმედ გაზსადენზე დასაშვებია 40-200 დკპა (40-200 მმ წყ.სვ.) წნევისას. სამუშაოთა წარმოების დროს მუდმივად უნდა ხდებოდეს წნევის კონტროლი. თუ წნევა ნაკლებია 40 დკპა (40 მმ წყ.სვ.)-ზე ან აღემატება 200 დკპა (200 მმ წყ.სვ.)-ს, ჭრის ან შედუღების სამუშაოები უნდა შე-ჩერდეს.
6. სპეციალური მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და სამუშაოთა ხარისხი, დასაშვებია გაზსადენების მიერთება წნევის შემცირების გარეშე.
7. წნევის კონტროლისათვის სამუშაოს შესრულების ადგილზე უნდა დაიდგას მანომეტრი.
8. მოქმედ შიგა გაზსადენებზე დამატებითი მოწყობილობის დაყენებისას შედუღების და ჭრის სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჰაერით ან ინერტული აირით წინასწარი გაქრევის შემდეგ.
9. მოქმედ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებისას წნევის შემცირება უნდა მოხდეს ჩამკეტი მოწყობილობის ან წნევის რეგულატორის საშუალებით. ამ უბანზე წნევის მომატების საშიშროების გამო-სარიცხად გამოყენებული უნდა იქნეს გაზმარეგულირებელი პუნქტებისა და დანადგარების, აგრეთვე, საწარ-მოებისა და სხვა ობიექტების საქრევი სანთლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამუშაოების წარმოების ადგილას წინასწარ დამონტაჟებული საქრევი სანთლები ჩამკეტი მოწყობილობით, საიდანაც გაზი შეძლებისდაგვარად უნდა დაიწვას.
10. წნევის ქვეშ მყოფ გაზსადენში წნევის შეუმცირებლად შეჭრა დასაშვებია გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ შემუშავებული სქემით.
11. გადახურულ ჭებში, გვირაბებში, კოლექტორებში, ტექნიკურ სარდაფებში, გაზმარეგულირებელ სადგურებსა და პუნქტებში, გაზსავსები სადგურების და პუნქტების ტერიტორიებზე მოქმედ გაზსადენებზე მათი გამორთვისა და ჰაერით ან ინერტული აირით გაქრევის გარეშე შედუღებისა და გაზით ჭრის სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. გაზსადენების გამორთვისას ჩამკეტი მოწყობილობის შემდეგ უნდა დაიდგას სახშობები.
12. გაზის ჭებში შედუღება და ჭრა, აგრეთვე არმატურის, კომპენსატორებისა და მამხლოებელი მილ-ტუჩების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ გადახურვის მთლიანად მოხსნის შემდეგ.
13. ჭებში, ქვაბულებსა და კოლექტორებში შედუღების ან გაზით ჭრის სამუშაოების შესრულების დაწყებამდე ჰაერი უნდა შემოწმდეს დაგაზიანებაზე. გაზის მოცულობითი წილი ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს აალების ქვედა ზღვრის 20%-ს. სინჯები აიღება ყველაზე ცუდად განიავებადი ადგილებიდან.
14. გათხევადებული ნახირწყალბადიანი გაზების გაზსადენებზე შედუღების სამუშაოთა შესრულების მთელი დროის განმავლობაში ჭები და ქვაბულები უნდა ნიავდებოდეს ჰაერის დაჭირხნით ვენტილატორების ან კომპრესორების საშუალებით
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება
თავი IV — გაზსაშიში სამუშაოები
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გავრცელების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ
- მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია
- მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ
- მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა
- მუხლი 9. გაზის გაშვება
- მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი
- მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები
- მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ
- მუხლი 13. შემოვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 8, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-8/