1. გაზის სისტემების ზოგადი მოთხოვნების რეგლამენტი ვცელდება:

ა) დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის გამანაწილებელ გაზსადენებზე, აგრეთვე ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი  და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემებზე;

ბ) საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზის სისტემებზე;

გ) გაზმარეგულირებელ სადგურებზე, პუნქტებსა და დანადგარებზე;

დ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსებ სადგურებსა და პუნქტებზე (გაზსავსები სადგურები და პუნქტები);

ე) სარეზერვუარო და ჯგუფურ ბალონიან დანადგარებზე;

ვ) გაზის სისტემებზე გაზსაშიში სამუშაოების წარმართვაზე;

ზ) დასახლებული პუნქტის გაზსადენზე;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმო, რომელიც აპროექტებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს არაუმეტეს 1, 2 მეგპა (12 კგძ/სმ2) ჭარბი წნევის ბუნებრივი გაზით და არაუმეტეს 1, 6 მეგპა (16 კგძ/სმ2) ჭარბი წნევის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მომარაგების სისტემებს და ასევე მოიხმარს გაზს ტექნოლოგიური მიზნებისათვის, ამზადებს და იყენებს გაზის მეურნეობის მოწყობილობას.

2. ყველა გაზის მიმწოდებელი საწარმოზე და სამრეწველო ობიექტი უფელბამოსილია აწარმოოს შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ „რეგლამენტს