1. ბალონების ჯგუფურ დანადგარებად ითვლება გაზმომმარაგებელი დანადგარი, რომლის შემადგენლობაშიც შედის არანაკლებ 2 ბალონისა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს ბალონების ჯგუფური დანადგარის გამოყენების საჭიროება.

2. ბალონების ჯგუფურ დანადგარში გათვალისწინებული უნდა იქნეს: განთხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ბალონები, მაღალი წნევის კოლექტორი, გაზის წნევის რეგულატორი ან ავტომატური რეგულატორ-გადამრთველი, საერთო გამომრთველი მოწყობილობა, მანომეტრი (მაჩვენებელი), დამცავ-საგდები სარქველი და მილსადენები.

3. ერთ ჯგუფურ დანადგარში ბალონების რაოდენობა უნდა განისაზღვროს გაზის საათური ხარჯისა და ერთი ბალონის წარმადობიდან გამომდინარე, გარემოს ტემპერატურის, გაზის მარკისა და გაზის მოხმარების ხანგრძლივობისაგან დამოკიდებულებით.

4. ბალონების ჯგუფური დანადგარის მაქსიმალური ჯამური ტევადობა აღებულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. ჯგუფური დანადგარები უნდა განლაგდეს უწვავი მასალის კარადებში ან დაცულ იქნეს ხუფებით.

6. ჯგუფური დანადგარების განლაგება გათვალისწინებულ უნდა იყოს უშუალოდ შენობასთან შესაბამისი სტანდარტის მიხედვი