1. მიწისქვეშა პირობებში ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს განსაკუთრებულად აღჭურვილ გვირაბებში - კამერებში ან უჯრედებში, რომლებიც ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ერთში მოთავსებული ფეთქებადი მასალის აფეთქებამ არ გამოიწვიოს მეზობლად მოთავსებული ფეთქებადი მასალების დეტონაცია.

2. მიწისქვეშა საწყობი უნდა შედგებოდეს გვირაბებისაგან, რომლებიც წარმოდგენენ საკუთრივ საწყობს, მასში განლაგებული ფეთქებადი მასალების შესანახი კამერებით ან უჯრედებით, აგრეთვე მისასვლელი გვირაბებისა და დამხმარე კამერებისაგან.

3. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, მიწისქვეშა საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა) და მათი განთავსება განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა