1. ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილ სათავსებში და ადგილებზე. ფეთქებადი მასალების შენახვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მათი დანაკლისი და გაფუჭება.
2. ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილს (გარდა საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების ყუთებისა და სეიფებისა) საექსპლუატაციოდ მიღებული უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან მფლობელი საწარმოს და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მიღება უნდა გაფორმდეს აქტით.
3. საწარმოს ფეთქებადი მასალების მუდმივი და დროებითი საწყობებისათვის, დასარიგებელი კამერებისათვის, საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე საუბნე პუნქტებისათვის (სეიფებისათვის) და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციების (სეიფებისა და სათავს-სეიფებისათვის), აგრეთვე სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში დამზადებული ფეთქებადი მასალებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და შენახვის ორგანიზაცია, რაც უზრუნველყოფს ფეთქებადი მასალების უსაფრთხო შენახვას სამუშაო ადგილებზე განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე საუბნე პუნქტებში (სეიფებში) და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში (სეიფებსა და სათავს-სეიფებში) ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დაამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
5. სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში დამზადებული ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს მათთვის სპეციალურად განკუთვნილ სეიფებში. ახლად დამზადებული ფეთქებადი მასალის შენახვა ფეთქებად ნივთიერებებთან და აფეთქების საშუალებებთან ერთად (ერთ სეიფში) აკრძალულია.
6. ფეთქებადი მასალების ყუთები, ტომრები, კოლოფები და კონტეინერები შესანახ ადგილებზე უნდა დაიხუროს ხუფით ან შეიკრას თოკით.
7. ფეთქებადი მასალების საწყობებში ფეთქებადი მასალების სათავსები უნდა დაიკეტოს კლიტით, დაიპლომბოს ან დაიბეჭდოს. ისეთ სათავსებში, სადაც ფეთქებადი მასალების გამცემების სადღეღამისო მორიგეობაა, ფეთქებადი მასალების დაპლომბვა ან დაბეჭდვა აუცილებელი არ არი