1. ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალებით საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2. რეგლამენტი ვრცელდება:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების (შემდგომ – ფეთქებადი მასალები) ყველა სახეობაზე;
ბ) საამფეთქებლო სამუშაოების განმახორციელებელ ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირზე;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია საამფეთქებლო სამუშაოებთა