რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები – სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის დენთის), აფეთქების გამომწვევ (მაინიციირებელ) საშუალებათა და პიროტექნიკურ ნაკეთობათა საერთო სახელწოდება.
2. ფეთქებადი მასალების ბრუნვა – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, აგრეთვე ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას.
3. საამფეთქებლო საქმე – სამეურნეო საქმიანობა, დაკავშირებული ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან.
4. საამფეთქებლო საქმის ხელსაწყო – დენის წარმომქმნელი ასაფეთქებელი ხელსაწყო, წინაღობის საზომი აპარატურა.
5. უსაფრთხოება ფეთქებადი მასალების ბრუნვის დროს – საზოგადოების, პიროვნების, ქონებისა და გარემოს დაცვა ფეთქებადი მასალების ბრუნვის დროს.
6. სამეურნეო საქმიანობის სუბიექტი (შემდგომში _ საწარმო) – ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
7. საამფეთქებლო სამუშაოები – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.
8. ფეთქებადი მასალების დამზადება – ფეთქებად ნივთიერებათა, მაინიციირებელ საშუალებათა და პიროტექნიკურ ნაკეთობათა დამზადება, რომლებშიც შემადგენელ კომპონენტად გამოყენებულია ცალკეული ქიმიური ნივთიერება ან ქიმიურ ნივთიერებათა მექანიკური ნარევი.
9. ფეთქებადი მასალების შენახვა – ფეთქებადი მასალების განთავსება ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც აკმაყოფილებენ რეგლამენტის მოთხოვნებს.
10. ფეთქებადი მასალების განადგურება – ფეთქებადი მასალების გაუვნებლება აფეთქებით, დაწვით ან წყალში გახსნით.
11. ფეთქებადი მასალების ამოღება – უკანონო ბრუნვაში არსებული ფეთქებადი მასალების ჩამორთმევა.
12. ფეთქებადი მასალების დანაკლისი – ფეთქებადი მასალების დატაცება, გაბნევა და დაკარგვა.
13. ამფეთქებელი – საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებელი პირი.
14. ტექნიკური ზედამხედველი – საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საამფეთქებლო სამუშაოებისათვის.
15. ფეთქებადი მასალების მიწისზედა საწყობი – ძირითადი და დამხმარე დანიშნულების შენობება-ნაგებობათა კომპლექსი, რომლებიც განლაგებულია საერთო ტერიტორიაზე გამოყოფილ და დადგენილი წესით გაფორმებულ მიწის ნაკვეთზე.
16. ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობი - ფეთქებადი მასალების შესანახი კამერა, უჯრედი და დამხმარე კამერა, საწყობთან მისასვლელ სამთო გვირაბებთან ერთად.
17. ფეთქებადი მასალების განადგურება - ფეთქებადი მასალების აფეთქება, დაწვა ან წყალში გახსნა.
18. მასობრივი აფეთქება მიწისქვეშა სამუშაოზე – აფეთქება, რომლის განხორციელებისას განიავებისა და სამუშაოს განახლებისათვის უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე ეს გათვალისწინებულია გაანგარიშებაში სამუშაოს ყოველდღიური ორგანიზაციის დროს.
19. მასობრივი აფეთქება ღია სამუშაოზე – ერთ საამფეთქებლო ქსელში გაერთიანებული ორი ან მეტი საჭაბურღილე, ქვაბური ან კამერული მუხტის აფეთქება.
20. სტანდარტი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი (შემდგომში–სტანდარტი).
პერსონა