1. საწარმოში საამფეთქებლო სამუშაოებს უნდა ხელმძღვანელობდეს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

2. საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელებად დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური განათლება ან  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება.

3. საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლად დაიშვებიან პირები, რომლებსაც “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული აქვთ სათანადო პროფესიული განათლების დოკუმენტი.

4. ამფეთქებელს შეიძლება დაენიშნოს დამხმარეები, რომლებიც სათანადო ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ამფეთქებლის ხელმძღვანელობით  შეასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის სარტყამი ვაზნების დამზადებასთან.

5. თუ ამფეთქებელი გადაჰყავთ სხვა სახის საამფეთქებლო სამუშაოზე, მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი. ახალ სამუშაოზე დაშვებამდე ამფეთქებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება.

6. გაზისა და მტვრის აფეთქების, აგრეთვე ზეკატეგორიის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოდ გადასვლისას, ამფეთქებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება.

7. ამფეთქებელი, რომელსაც შეუწყდა სპეციალობით მუშაობის სტაჟი ერთ წელზე მეტი ხნით, დამოუკიდებლად სამუშაოდ დაიშვება სტაჟირების გავლის შემდეგ.

8. საწარმოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც დასაქმებული არიან საამფეთქებლო სამუშაოებით, ვალდებულია გაეცნოს ახლად მიღებული ფეთქებადი მასალების, აპარატურის, მოწყობილობის გამოყენების პირობებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში

9. ფეთქებად მასალათა საწყობისა და ფეთქებად ნივთიერებათა მომზადების მექანიზებული პუნქტის  ხელმძღვანელებად უნდა დაინიშნონ პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ამფეთქებელიც.

10. ფეთქებადი მასალების საწყობის ხელმძღვანელს ეკრძალება  საამფეთქებლო სამუშაოების შესრულება.

11. იმ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, სადაც ფეთქებად მასალებს იყენებენ სასწავლო ან ექსპერიმენტული მიზნებისათვის, საამფეთქებლო სამუშაოზე დაიშვებიან  მეცნიერი თანამშრომლები, პედაგოგები და ლაბორანტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სტაჟირება.

12. საამფეთქებლო სამუშაოებზე დაშვებულ პირთა ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება შრომის კანონმდებლობის შესაბამისა